დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია 2021-2023 დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.154.016449 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/08/2021 - 30/08/2021)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია 2021-2023“ დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
თიანეთის ახალგაზრდობის მუნიციპალიტეტი სააგენტო
თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია 2021-2023
სარჩევი 1. შესავალი 2. ზოგადი ინფორმაცია 3. პრინციპები 4. სტრატეგიის შემუშავების პროცესი 5. ხედვა 6. სტრატეგიული მიზნები და ამოცანები 7. ლოგიკური ჩარჩო 8. სტრატეგიის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება
თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია 2021-2023 1. შესავალი „თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის” (შემდგომში „სტრატეგია“) მიზანია, მხარი დაუჭიროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევებისა და სირთულეების დაძლევას და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებასა და კეთილდღეობას. ის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ხედვას, საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, სერვისების, პროგრამებისა და ღონისძიებების დაგეგმვასა და მიწოდებას და შედეგებს, რომლებიც მიღწეულ უნდა იქნას მომდევნო 3 წლის განმავლობაში. სტრატეგიის მიზნების წარმატებით განხორციელებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასში გათვალისწინებული რესურსები, სერვისები და პროგრამები ფოკუსირებული იყოს ბავშვებზეც სასკოლო ასაკიდან. „ახალგაზრდობა არის საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს. ამ პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ შექმნას სათანადო პირობები, მყისიერად უპასუხოს ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებს, განახორციელოს თანამიმდევრული, საჯარო და ინტეგრირებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად. აღნიშნული პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და გარემოს დაცვის პრინციპებს. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, აქტიურად ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, რათა წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.“[1] ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, როგორც ახალგაზრდებთან ყველაზე დაახლოებულ ინსტიტუტებს, განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ახალგაზრდულ პოლიტიკაში. ის ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრობენ მუნიციპალიტეტებში, უმეტესწილად ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთქმედებენ. არსებობს ბევრი ისეთი სერვისიც, რომლის კონტროლს ან განხორციელებას ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ. სტრატეგია ემსახურება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალგაზრდული საქმიანობის წარმატებით განხორციელებას და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტურად მართვას. 2. ზოგადი ინფორმაცია თიანეთის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს და მისი ფართობია 906,3 კმ². მუნიციპალიტეტში 84 დასახლებული პუნქტია: 2 დაბა და 82 სოფელი. ადმინისტრაციული ცენტრია დაბა თიანეთი. მუნიციპალიტეტი შედგება 12 ადმინისტრაციული ერთეულისგან:
მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 10,182 ადამიანს შეადგენს, მათ შორის, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით[2], 1,463 ახალგაზრდაა (15-29 წლის). ახალგაზრდების წილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში 14,36%-ია. ახალგაზრდების უმეტესობა (979) სასოფლო დასახლებებში ცხოვრობს, ხოლო 484 ახალგაზრდა - დაბა თიანეთსა და დაბა სიონში (უმეტესად დაბა თიანეთში):
ახალგაზრდების უმრავლესობა მამრობითი სქესის წარმომადგენელია, თუმცა მდედრობით და მამრობით სქესს შორის, რაოდენობრივად დიდი განსხვავება არ არის.
3. პრინციპები ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებისთვის და სტრატეგიაში გაწერილი მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია შემდეგი პრინციპების გათვალისწინება:
4. სტრატეგიის შემუშავების პროცესი სტრატეგია მომზადდა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე (იხ. დანართი 1) და მათი პარტნიორობის შედეგად, რომელიც შემდეგ გაფართოვდა და მოიცვა ახალგაზრდები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარები. სტრატეგიის შექმნის პროცესი მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:
სტრატეგია ეფუძნება „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას“ მუნიციპალიტეტში არსებული სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ახალგაზრდობის სააგენტოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ კვლევას და უკვე არსებული მეორადი მონაცემების ანალიზს, ახალგაზრდებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შედეგად შეგროვებულ ინფორმაციასა და იდეებს. სტრატეგიის შემუშავების პროცესში გამოყენებული იყო ე.წ. „ლოგიკური ჩარჩოს მიდგომა“, რაც ითვალისწინებდა არსებული სიტუაციის ანალიზს და გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას, ხოლო მათ საფუძველზე შესაბამისი მიზნების და ამოცანების განსაზღვრას და პრობლემების გადაჭრის გზების ჩამოყალიბებას. სტრატეგია მოიცავს ხედვას, თუ როგორი უნდა იყოს ან შესაძლებელია, რომ იყოს ახალგაზრდობის მდგომარეობა მუნიციპალიტეტში; მიზნებს, რომელთაც ხელი უნდა შეუწყონ ხედვის განხორციელებას; თითოეული მიზნისთვის სტრატეგიაში გაწერილია ამოცანები და კონკრეტული ღონისძიებები - თითოეული ამოცანის მისაღწევად, რომლებიც შეადგენენ სამოქმედო გეგმას. 5. ხედვა სტრატეგიის ხედვა ითვალისწინებს ისეთი ეკოსისტემის ჩამოყალიბების მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ადამიანური და სოციალური კაპიტალის განვითარებას და სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იყვნენ აქტიური მოქალაქეები და მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და განახორციელონ საკუთარი იდეები და ინიციატივები. 6. სტრატეგიული მიზნები და ამოცანები მიზანი 1. ახალგაზრდების დასაქმება ხელშეწყობილია ახალგაზრდების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დასაქმებაა. ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურად აქტიური ახალგაზრდების 30.7%[4] უმუშევარია, რაც ბევრად აღემატება მთლიანად უმუშევრობის დონეს ქვეყანაში (18.5%). ამოცანები: 1.1. პროფესიულ განათლებასა და განვითარების შესაძლებლობებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობა გაზრდილია; 1.2. მეწარმეობის განვითარება ახალგაზრდებში ხელშეწყობილია. მიზანი 2. ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა ახალგაზრდებში ხელშეწყობილია საქართველოში ბევრი ახალგაზრდა მისდევს არაჯანსაღ ცხოვრების წესს, რომელიც მოიცავს: ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბ მოხმარებას, ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარებას, აზარტულ თამაშებს, მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას, არასწორ კვებას და სხვ. რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ახალგაზრდებში იწვევს აბორტებს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელებასა და ადრეულ ქორწინებებს. ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა გულისხმობს, რომ, ერთის მხრივ, ახალგაზრდებს აქვთ ინფორმაცია ჯანსაღი ქცევების შესახებ, ხოლო, მეორეს მხრივ, ისეთი პროგრამებისა და სტრუქტურების შექმნას, რომლებიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ქცევებს წაახალისებს. ამოცანები: 2.1. ცხოვრების ჯანსაღი წესი პოპულარული და წახალისებულია ახალგაზრდებს შორის; 2.2. ახალგაზრდების სპორტში ჩართულობა და ფიზიკური აქტივობა გაზრდილია. მიზანი 3. ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში გაზრდილია ახალგაზრდების მონაწილეობა და აქტიური მოქალაქეობა გულისხმობს, რომ მათ აქვთ უფლებები, საშუალებები, სივრცე და შესაძლებლობები, საჭიროების შემთხვევაში კი, მხარდაჭერა, რომ მონაწილეობა მიიღონ მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და შეეძლოთ მათზე ზეგავლენის მოხდენა; ასევე ჩართული იყვნენ ღონისძიებებში და აქტივობებში, რომ ხელი შეუწყონ უკეთესი საზოგადოების მშენებლობას[5]. ამოცანები: 3.1. ახალგაზრდებს აქვთ წვდომა სრულყოფილ, ხარისხიან და სასარგებლო ინფორმაციასთან; 3.2. ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა გაზრდილია; 3.3. ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და აქვთ თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობა; 3.4. ფუნქციონირებს ხელმისაწვდომი ახალგაზრდული სივრცეები; 3.5. არასამთავრობო ახალგაზრდული სექტორის განვითარება მხარდაჭერილია და მასთან თანამშრომლობის ხარისხი გაზრდილია. მიზანი 4. ახალგაზრდული საქმიანობა განვითარებულია ახალგაზრდული საქმიანობა წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობას ახალგაზრდებთან და ახალგაზრდებისთვის, რომელიც ხორციელდება ფორმალური განათლების, ოჯახური და სამსახურებრივი კონტექსტის მიღმა და ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას და კეთილდღეობას, საზოგადოებაში მათ აქტიურ მონაწილეობასა და ინტეგრაციას. ახალგაზრდული საქმიანობა ქმნის კომფორტულ, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს, რომელშიც ახალგაზრდებს შეუძლიათ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, ისწავლონ ერთმანეთისგან და განვითარდნენ. ახალგაზრდულ საქმიანობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალურ განათლებას. ახალგაზრდული საქმიანობა ავსებს ფორმალურ საგანმანათლებლო კონტექსტს (ოჯახი, სამსახური, სკოლა და ა.შ.) და სთავაზობს ახალგაზრდებს ხელშესახებ უპირატესობებს არაფორმალური და ინფორმალური სწავლების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით და შესაბამისი მიზნობრივი მიდგომებით. ამოცანები: 4.1. ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტი გაძლიერებულია; 4.2. ახალგაზრდული საქმიანობის პროგრამები განვითარებულია
7. ლოგიკური ჩარჩო მიზანი 1. ახალგაზრდების დასაქმება ხელშეწყობილია
მიზანი 2. ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა ახალგაზრდებში ხელშეწყობილია
მიზანი 3. ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში გაზრდილია
მიზანი 4. ახალგაზრდული საქმიანობა განვითარებულია
8. სტრატეგიის განხორციელება, მონიტორინგი, შეფასება და კოორდინაცია 8.1. განხორციელება სტრატეგიის განხორციელების მთავარი ინსტრუმენტია სამოქმედო გეგმა. ის მოიცავს კონკრეტულ და დროში გაწერილ აქტივობებს, რომლებიც ამოცანებისა და მიზნების შესრულებას უზრუნველყოფს და სტრატეგიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების დაფინანსების მოცულობის საკითხი ყოვეწლიურად მუნიციპალიტეტის ორგანოების მსჯელობისა და დამტკიცების საგანი იქნება. მუნიციპალური სამსახურები და ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან სტრატეგიის განხორციელებაზე მათი საქმიანობისა და კომპეტენციის სფეროების მიხედვით. ისინი გაითვალისწინებენ, რომ მათ მიერ განხორციელებული პროგრამები, სერვისები და აქტივობები შესაბამისობაში იყოს სტრატეგიასთან იმ შემთხვევებშიც კი, თუ ისინი არაა მითითებული სტრატეგიაში. სტრატეგიის საერთო მართვაზე, განხორციელებაზე და კოორდინაციაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მუნიციპალურ უწყებას, რომლის კომპეტენციაშიც იქნება ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხები ან სპეციალურად ამისთვის განსაზღვრულ პირს/პირთა ჯგუფს. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, რომ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით სპეციალური საჭიროებების მქონე და ნაკლებად აქტიურებს, ჰქონდეთ სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ისინი არამხოლოდ მუნიციპალური აქტივობების, სერვისების და პროგრამების ბენეფიციარები არიან, არამედ ჩართული იქნებიან მათ დაგეგმვასა და განხორციელებაშიც. 8.2. მონიტორინგი და შეფასება მუნიციპალიტეტი განახორციელებს სტრატეგიის მუდმივ მონიტორინგსა და შეფასებას ახალგაზრდებთან და დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობით. ამ მიზნით რეგულარულად შეგროვდება სარწმუნო მონაცემები როგორც ბენეფიციარებიდან, ასევე აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციებიდან და ჩატარდება შესაბამისი კვლევები. კვლევისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე მოხდება სტრატეგიის გადახედვა, ადაპტირება და სრულყოფა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური შედეგების მიღწევა. ამ პროცესში ყველა ეტაპზე ჩართული იქნებიან როგორც ახალგაზრდები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები. მონიტორინგისა და შეფასების პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
მონიტორინგსა და შეფასების პროცესს კოორდინაციას გაუწევს მუნიციპალური უწყება, რომლის კომპეტენციაში იქნება ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხები ან სპეციალურად ამისთვის განსაზღვრული პირი/პირთა ჯგუფი. სტრატეგიის განხორციელებაში ჩართული მუნიციპალური სამსახურები და ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შეფასებაზე და შესაბამისი სარწმუნო და სრულყოფილი მონაცემების შეგროვებაზე. სტრატეგიის განხორციელების ამსახველი ანგარიშები განსახილველად წარედგინება საკრებულოს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, რომ მონიტორინგისა და შეფასების შედეგები გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი იყოს, მოხდეს მათი საჯარო განხილვა ახალგაზრდებისა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. 8.3. კოორდინაცია დაინტერესებულ მხარეებთან მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობას სტრატეგიის განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. სხვა მნიშნველოვანი სუბიექტები, რომელთაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ სტრატეგიის განოხრციელებას, არიან: საქართველოს მთავრობა და სამინისტროები, ახალგაზრდები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, ინტერესთა ჯგუფები, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, ბიზნესი, მედია, მეცნიერები და მკვლევარები. სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელება მოითხოვს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას და ერთობლივ ძალისხმევას. მუნიციპალიტეტი დაიწყებს დიალოგს და შექმნის მუდმივმოქმედ მექანიზმებსა და პლატფორმებს, რომლებსაც ექნება მკაფიოდ განსაზღვრული უფლებამოსილებები და უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ მხარის ჩართვას გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე კოორდინაციასა და მიზნების ეფექტიან მიღწევაში. სტრატეგიასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა ღია იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
[1] 2020−2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია (ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან ერთად და ახალგაზრდების მიერ) [2] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [3] კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 223 ახალგაზრდა. კვლევის შედეგები არ არის (მუნიციპალიტეტის) წარმომადგენლობითი. საბაზისო მაჩვენებელში მოცემულია გამოკითხული ახალგაზრდების პროცენეტული განაწილება. [4] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [5] ადგილობრივ და რეგიონულ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ განახლებული ევროპული ქარტია
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები