დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-71/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.035.016897 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 ნოემბრის №01-119/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/11/2020, 040030000.22.035.016810) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. ბრძანების მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურს მიეცეს უფლება თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, ისარგებლოს სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდით, ვიდრე არ ექნება საკუთარი ვებგვერდით სარგებლობის შესაძლებლობა. 2. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ბ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტი:“; ბ) „დ“ ქვეპუნქტის: ბ.ა) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;“; ბ.ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.გ) საქმისწარმოების სამმართველო.“; გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) იურიდიული დეპარტამენტი: ე.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; ე.ბ) ადმინისტრაციული საჩივრებისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო; ე.ბ.ა) საჩივრების განხილვის განყოფილება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 15 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები