დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.165.016415 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/08/2021 - 27/08/2021)
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 85-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დანართები „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისგან შემოსული საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევის მეთოდოლოგია №1-ის და სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელებაზე მონიტორინგის მეთოდოლოგია №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში მუნიციპალიტეტის მერმა დაამტკიცოს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელების ვადები, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა და ღირებულება, განსაზღვროს სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელისა და პროგრამის კოორდინატორის კანდიდატურა. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისგან შემოსული საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევის მეთოდოლოგია
|
მეთოდოლოგიის მიზანია შეიქმნას ინსტრუმენტი, რომელიც სამუშაო ჯგუფს მისცემს საშუალებას, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში ეფექტურად და გამჭვირვალედ მოახდინოს მოსახლეობისგან შემოსული საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა წინასწარ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად. მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 აგვისტოს №12 დადგენილების შესაბამისად დამტკიცდა საპროექტო წინადადებებისათვის განსაზღვრული შემდეგი კრიტერიუმები: ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს საგარეჯოს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში; გ) საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს წინასწარ დამტკიცებულ ლიმიტს (ბიუჯეტს); დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ჩასმული დასაგეგმი წლის ბიუჯეტის პროექტში; ე) ტექნიკურად უნდა იყოს შესაძლებელი საპროექტო წინადადების განხორციელება; 2. პროგრამის კოორდინატორი ახდენს საპროექტო წინადადებების წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეფასების აღრიცხვას (ე.წ. check-list) თანდართული ფორმით. მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელების კრიტერიუმი 1. პროგრამის კოორდინატორმა უნდა გადაამოწმოს, რომელი დასახლებული პუნქტი არის მითითებული საპროექტო წინადადებაში და მიეკუთვნება თუ არა ეს დასახლებული პუნქტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. 2. ახალი ხაზობრივი ნაგებობის (მაგალითად, წყალსადენის მილის, შემკრები აუზის, სათავე ნაგებობის) მშენებლობის პროექტის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის სამსახურმა უნდა გადაამოწმოს, რომ პროექტის ყველა ელემენტი მდებარეობდეს მხოლოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (არ გადადიოდეს მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე). 3. ამ მუხლის კითხვებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად. მუხლი 3. საკუთარი უფლებამოსილებების კრიტერიუმი 1. პროგრამის კოორდინატორმა იურიდიული სამსახურის უფროსთან ერთად უნდა შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული საქმიანობა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებებიდან ერთ-ერთს მაინც. დადებითი პასუხის შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად. მუხლი 4. ბიუჯეტის კრიტერიუმი 1. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, საფინანსო და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებმა უნდა მოახდინონ წინასწარი შეფასება, თუ რამდენად ჩაჯდება საპროექტო წინადადება წინასწარ დადგენილი ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებში. 2. საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა მეთოდები. კერძოდ, შესაძლოა გაანალიზდეს სხვა მსგავსი პროექტების განხორციელებისას დახარჯული ფინანსური რესურსები და სახელმძღვანელოდ აღებული იქნეს მსგავსი განხორციელებული პროექტის/ობიექტების ფაქტობრივი საშუალო ღირებულება. 3. მსგავსი ობიექტის ღირებულებასთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსგავსობის ხარისხი და შეფასდეს, რამდენად მნიშვნელოვან ფასთა სხვაობას იძლევა ეს განსხვავება. 4. შესაფასებლად ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას ერთეული ფასის განფასება ან იდენტურ საქონელზე ბაზარზე არსებული ფასები. 5. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო წინადადების სავარაუდო ღირებულება ჯდება ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად. მუხლი 5. ახალი წინადადების კრიტერიუმი 1. საპროექტო წინადადება უნდა იყოს ახალი, რაც გულისხმობს, რომ ეს პროექტი არ უნდა იყოს განხორციელების ეტაპზე, ან ამ პროექტის განხორციელება ისედაც არ უნდა იყოს გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტიდან. 2. ამ მიზნით, საფინანსო სამსახურის უფროსმა შესაბამის დარგობრივი სამსახურის ხელმძღვანელთან ერთობლივად უნდა გადაამოწმოს, საპროექტო წინადადებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება ხომ არ არის გათვალისწინებული მიმდინარე ან დასაგეგმ საბიუჯეტო წელს. 3. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად. მუხლი 6. პროექტის განხორციელების შესაძლებლობის კრიტერიუმი 1. ინფრასტრუქტურის ან სხვა შესაბამისი დარგობრივი სამსახურის უფროსმა უნდა გადაამოწმოს, ხომ არ არსებობს საპროექტო წინადადების განხორციელების ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც პროექტის ჩაშლას გამოიწვევს, ან პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დააყენებს. 2. ასეთი ფაქტორები შეიძლება იყოს: წყალმომარაგების მოწყობის შემთხვევაში – წყლის დებეტის ნაკლებობა; თვითდენითი წყალმომარაგების სისტემაში - სიმაღლეებს შორის უარყოფითი ან უმნიშვნელო დადებითი სხვაობა, სპორტული მოედნის აშენების შემთხვევაში – ასაშენებელ ზონაში მუნიციპალიტეტს არ გააჩნდეს საკუთარი მიწა ან გააჩნდეს ისეთი ნაკვეთი, რომლის სპორტულ მოედნად გამოყენებისას შეიზღუდება სხვა საჯარო სივრცესთან მოქალაქეთა წვდომა (მაგალითად, ჩაკეტავს სკოლისკენ მიმავალ გზას) და ა.შ. 3. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ინფრასტრუქტურის ან სხვა შესაბამისი სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა გაანალიზონ, რამდენად არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორები, რომლებსაც გავლენა შეუძლია მოახდინოს პროექტის წარმატებით განხორციელებაზე. 4. უარყოფითი პასუხების შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. მუხლი 7. სხვა კრიტერიუმებთან შესაბამისობა 1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ჯგუფის მიერ წინასწარ იქნა განსაზღვრული სხვა, დამატებითი კრიტერიუმები, მაშინ სამუშაო ჯგუფმა უნდა განიხილოს საპროექტო წინადადების სხვა, დამატებით კრიტერიუმთან შესაბამისობაც. მუხლი 8. გენდერული ასპექტები 1. შემოსული და გადარჩეული საპროექტო წინადადებებიდან დგება ცალკე ცხრილი, რომელშიც შედის ის საპროექტო წინადადებები, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებას, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრას და შედეგებთან ბრძოლას. მუხლი 9. დასკვნითი ნაწილი 1. ის საპროექტო წინადადება, რომელიც აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, ავტომატურად გადადის კენჭისყრის ეტაპზე. 2. პროგრამის კოორდინატორი ავსებს შესაბამისობის ფორმას თითოეული საპროექტო წინადადებისთვის, რაზეც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის წევრები. 3. საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა უნდა დასრულდეს კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე.
დანართი
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში მოსახლეობისაგან შემოსული საპროექტო წინადადებების კრიტერიუმებთან შესაბამისობის ცხრილი
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ხელმოწერა
პროგრამის კოორდინატორი ხელმოწერა
სამუშაო ჯგუფის წევრი ხელმოწერა
სამუშაო ჯგუფის წევრი ხელმოწერა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების
დანართი #2 სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელებაზე მონიტორინგის მეთოდოლოგია
|
მეთოდოლოგიის მიზანია, შეიქმნას ინსტრუმენტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა.
მუხლი 1. გამარჯვებული პროექტ(ებ)ის გამოვლენა
მუხლი 2. პროექტ(ებ)ის ბიუჯეტში გათვალისწინება
მუხლი 3. პროექტ(ებ)ის დაფინანსება მიზნობრივი ტრანსფერიდან
მუხლი 4. პროექტ(ებ)ის განხორციელება
მუხლი 5. პროექტ(ებ)ის შესრულების ანგარიშგება
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები