დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტენდების დადგმისთვის, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფისა და განსაზღვრის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.149.016454 |
|
„კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტენდების დადგმისთვის, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფისა და განსაზღვრის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტენდების დადგმისთვის, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფისა და განსაზღვრის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 აგვისტოს №13 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 26/08/2020, 010250020.35.149.016432) დამტკიცებული №1 დანართი შეიცვალოს ახალი №1 დანართით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტენდების დადგმისთვის, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გასაკრავი და გამოსაფენი ადგილების ნუსხა
|
კასპი
ახალქალაქი
ახალციხე
ზემო ხანდაკი
ქვემო გომი
მეტეხი
თელიანი
ქვემო ჭალა
კოდისწყარო
წინარეხი
კავთისხევი
ოკამი
ლამისყანა
სამთავისი
ხოვლე
დოესი
აღაიანი
ამასთანავე, საარჩევნო სააგიტაციო მასალების გაკვრა და გამოფენა შესაძლებელია, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ბოძებზე და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსებული ღამის განათების ბოძებზე – სამი მეტრის სიმაღლემდე დაშვებით, მაგრამ ბოძზე დამონტაჟებულ კვანძებთნ, სადენებთან და სხვა ელ. მოწყობილობებთან არა უმეტეს 1 მეტრის სიახლოვისა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები