ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/08/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016020
96
06/08/2021
ვებგვერდი, 09/08/2021
000000000.00.105.016020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 96

2021 წლის 6 აგვისტო

 

განკარგულება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ

 ერთეულში  მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის მამუკა თოლორაიას 2021 წლის 15 თებერვლის №19/25210463-25 ინიციატივისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 16 ივნისის №01/1884 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალაბასთუმანში მდებარე უსახელო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფ. ახალაბასთუმნის რომან გაბისონიას ქუჩის გადაკვეთა ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის  მარო მაყაშვილის სახელი, (ორთოფოტო თან ერთვის).

2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას;

3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მის: ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).

 

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                        ბესიკ ჭეჟია