დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-69/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016895 |
|
„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 26/03/2019 სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016595) დამტკიცებული №4 დანართის (სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონული მოდულების/რეგისტრების წარმოების წესები) მე-6 მულის:
1. პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) აივ-ინფექცია/შიდსის, B და C ჰეპატიტების, სიფილისის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები.“; 2. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „31. მოდულის წარმოებისას ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან, მოდულში დაარეგისტრირონ აივ-ინფექცია/შიდსზე, B და C ჰეპატიტებზე და სიფილიზე ჩატარებული ნებისმიერი კონფირმაციული ტესტის შედეგი.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები