„2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ და „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“

დოკუმენტის ნომერი 1046
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 26/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016655
1046
08/06/2021
ვებგვერდი, 11/08/2021
480610000.03.030.016655
„2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ და „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

„2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5)“ და „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება

8 ივნისი, 2021

პატივცემული მინისტრი ლაშა ხუციშვილო

ფინანსთა სამინისტრო

16 გორგასლის ქუჩა, 0114

თბილისი, საქართველო

ძვირფასო პატივცემულო მინისტრო ხუციშვილი,

საკითხი: სესხები 3291-GEO და 3292-GEO (SF): ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა, პროექტი 5 – სასესხო ხელშეკრულების ცვლილებები (ცვლილების შეთანხმება №4)

  1. ჩვენ ვეხებით სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) და სასესხო შეთანხმებას (სპეციალური ოპერაციები) (მასში დღეის მდგომარეობით შეტანილი ცვლილებებით, „სასესხო შეთანხმებები“) დათარიღებულს 2015 წლის 26 ოქტომბრით, საქართველოსა („მსესეხებელი“) და აზიის განვითარების ბანკს („ADB“) შორის ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა („USIIP”) – პროექტი 5. ყველა ტერმინს, რომელიც გამოყენებულია მიმდინარე დოკუმენტში, მაგრამ არ არის განმარტებული, უნდა ჰქონდეს ის მნიშვნებლობა, რომელიც აქვს სასესხო ხელშეკრულებებში, თუ შინაარსი არ მოითხოვს სხვა რამეს.
  2. მსესხებლის თხოვნის საპასუხოდ, რომელიც დათარიღებულია 2020 წლის 1 სექტემბრით, ADB-მა 2020 წლის 21 ოქტომბერს დაამტკიცა მულტიტრანშური დაფინანსების საშუალების ხელმისაწვდომობის ვადის გაგრძელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს  საკმარისი დრო, რომ დასრულდეს 3, 4, 5 და 6 პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. შესაბამისად, 2021 წლის 24 თებერვალს ADB-მა დაამტკიცა USIIP – პროექტი 5-ის სესხების დახურვის თარიღების გაგრძელება და მცირე ცვლილება მის განხორციელების ღონისძიებებში. იმისათვის, რომ აისახოს ასეთი ცვლილებები, ADB გვთავაზობს სასესხო შეთანხმება შეიცვალოს შემდეგნაირად:

სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (სესხის №3291-GEO)

(ა) ნაწილი 3.05 შეიცვლება და მითითება „29 მარტი 2021“-ზე შეცვლილი იქნება  „29 მარტი 2024 “-ით.

სასესხო შეთანხმებაში (სპეციალური ოპერაციები) (სესხი №3292-GEO(SF))

(ა) ნაწილი 3.06 შეიცვლება და მითითება „29 მარტი 2021“-ზე შეცვლილი იქნება  „29 მარტი 2024 “-ით.

(ბ) დანართ 1-ში შეტანილ იქნება შემდეგი შესწორებები:

  1. მე-2 პარაგრაფში: შემდეგი ფრაზა წაიშლება: „და წყალმომარაგების მომსახურებები ქალაქ თელავში.“
  2. მე-3 პარაგრაფში: კომპონენტი 1-ის მთლიანი ქვეპარაგრაფი (გ) წაიშლება და კომპონენტი 2-ის ქვეპარაგრაფი (დ) გადაინომრება როგორც ქვეპარაგრაფი (გ).

(გ) მე-5 დანართის მე-8(ა) პარაგრაფის პირველი და მეორე წინადადებები შეიცვლება და წაიკითხება შემდეგნირად:

„8. ჩვეულებრივი ოპერაციების სასესხო შეთანხმების პირობების გათვალისწინებით:

(ა) მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ UWSCG-მ მიაღწიოს საოპერაციო კოეფიციენტის 1-ის ტოლ მნიშვნელობას 2023 წლის ბოლოსთვის და შეინარჩუნოს ის 1-ზე ნაკლები შემდგომში და FFA-ის დებულებების შესაბამისად. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შეამციროს მისი საოპერაციო კოეფიციენტი ყოველწლიურად 5%-ით 2015 წლიდან დაწყებული, რათა 2023 წლისთვის მიღწეულ იქნეს საოპერაციო კოეფიციენტის 1-ის ტოლი მნიშვნელობა, როგორც ეს მოცემულია წინამდებარე წინადადებაში.“

  1. გარდა ზემოთ მითითებული ცვლილებებისა, სასესხო ხელშეკრულებები რჩება უცვლელი.
  1. ADB-ის ინფორმაციაზე დაშვების პოლიტიკის (2018) („AIP“) შესაბამისად სასესხო ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებები გამოქვეყნდება ADB-ის ვებგვერდზე ცვლილებების ძალაში შესვლიდან 2 კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ინფორმაციის ამოღების შემდეგ, რომელიც შედის AIP-ის გამონაკლისებში, როგორც ეს განსაზღვრულია მსესხებლის მიერ.
  2. გთხოვთ მიუთითოთ მსესხებლის თანხმობა აღნიშნული №4 ცვლილების შეთანხმების მე-2 პარაგრაფში აღნიშნულ ცვლილებებზე და ამ №4 ცვლილების შეთანხმების პირობებზე, ამ №4 ცვლილების შეთანხმების ორივე ორიგინალში ქვემოთ მითითებულ ადგილზე ხელის მოწერით. გთხოვთ აღნიშნული №4 ცვლილების შეთანხმების ერთი ორიგინალი დაიტოვოთ თქვენი ჩანაწერებისთვის და მეორე დაუბრუნოთ ADB-ს. შემოთავაზებული №4 ცვლილების შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ADB მიიღებს მსესხებლის მხრიდან ხელმოწერილ დოკუმენტს მსესხებლის შეტყობინებასთან ერთად, რომ მის ძალაში შესასვლელად საჭირო ყველა სამართლებრივი პროცედურა დასრულებულია.

პატივისცემით,

-------------------------------

ევგენი ჟუკოვი

გენერალური დირექტორი

ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტი

ა. მიღებულია და შეთანხმებული

ბ. დადასტურებულია, რომ სასესხო შეთანხმების ცვლილებები არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მითითებულია AIP-ის გამონაკლს შემთხვევებში.

საქართველოსთვის და მისი სახელით

სახელი: ლაშა ხუციშვილი

თანამდებობა: მინისტრი, ფინანსთა სამინისტრო

თარიღი: ---------------------