„2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“

„2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“
დოკუმენტის ნომერი 1044
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 26/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016654
1044
08/06/2021
ვებგვერდი, 11/08/2021
480610000.03.030.016654
„2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება

 

8 ივნისი, 2021

პატივცემული მინისტრი ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა სამინისტრო

16 გორგასლის ქუჩა, 0114

თბილისი, საქართველო

 

ძვირფასო პატივცემულო მინისტრო ხუციშვილო,

საკითხი: სესხი 3078-GEO(SF): ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა, პროექტი 3 – სასესხო ხელშეკრულების ცვლილებები (ცვლილების შეთანხმება №4)

  1. ჩვენ ვეხებით სასესხო ხელშეკრულებას (სპეციალური ოპერაციები) (მასში დღეის მდგომარეობით შეტანილი ცვლილებებით, „სასესხო შეთანხმება“) დათარიღებულს 2013 წლის 19 დეკემბრით საქართველოსა („მსესეხებელი“) და აზიის განვითარების ბანკს („ADB“) შორის ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა („USIIP”) – პროექტი 3. ყველა ტერმინს, რომელიც გამოყენებულია მიმდინარე დოკუმენტში, მაგრამ არ არის განმარტებული, უნდა ჰქონდეს ის მნიშვნებლობა, რომელიც აქვს სასესხო ხელშეკრულებებში, თუ შინაარსი არ მოითხოვს სხვა რამეს.
  2. მსესხებლის თხოვნის საპასუხოდ, ADB-მა 2020 წლის 21 ოქტომბერს და 2020 წლის 17 ნოემბერს დაამტკიცა მულტიტრანშური დაფინანსების საშუალების ხელმისაწვდომობის ვადის გაგრძელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საკმარისი დრო, რომ დასრულდეს 3,4,5 და 6 პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. შესაბამისად, 2021 წლის 24 თებერვალს ADB-მა დაამტკიცა USIIP -პროექტი 3-ის სესხის დახურვის თარიღის გაგრძელება და მცირე ცვლილება მის განხორციელების ღონისძიებებში. იმისათვის, რომ აისახოს ასეთი ცვლილებები, ADB გვთავაზობს სასესხო ხელშეკრულება შეიცვალოს შემდეგნაირად:

 

(ა) ნაწილში 3.06 მითითება „29 მარტი 2021“-ზე შეცვლილ იქნეს „29 მარტი 2024 “-ით.

(ბ) დანართი 1-ის ქვეპარაგრაფ 2(გ)-ში მითითება ქალაქზე „თელავი“ წაიშლება.

(გ) დანართი 5-ის პარაგრაფი 6 შეიცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:

 

„6.  მსესხებელმა უნდა  უზრუნველყოს, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ (UWSCG) გააძლიეროს ფინანსური მენეჯმენტი შემდეგი საშუალებებით: (ა) 3-წლიანი ბიზნესგეგმის დამტკიცებით 2014 წლის ბოლოსთვის მომსახურების გასაუმჯობესებლად, შემოსავლების გასაზრდელად და სისტემის დანაკარგების შესამცირებლად; და (ბ) ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფით საოპერაციო კოეფიციენტის 1-ის ტოლი მნიშვნელობის მიღწევით 2023 წლის ბოლოსთვის და შეინარჩუნოს ის 1-ზე ნაკლები შემდგომში. ამ პარაგრაფის მიზნებისთვის, „საოპერაციო კოეფიციენტი“ გულისხმობს კოეფიციენტს UWSCG-ის საოპერაციო ხარჯების თანაფარდობას საოპერაციო შემოსავლებთან, სხვა შემოსავლების ჩათვლით, „საოპერაციო ხარჯებით”, რაც ნიშნავს UWSCG-ს ყველა ხარჯს ექსპლუატაციასა და მოვლაზე, პერსონალის ხელფასებისა და შეღავათების ჩათვლით, ელექტროენერგიის ხარჯს, ქიმიკატების და სახარჯო მასალების, ჩვეულებრივი მოვლის, სათადარიგო ნაწილების, სახარჯო მასალების, გადასახადების და ა.შ., მაგრამ კაპიტალის ხარჯვის, სესხის მომსახურების ვალდებულებების, ამორტიზაციის და გაუფასურების გარდა „საოპერაციო შემოსავალი“ ნიშნავს UWSCG-ს მიერ წყლის რეალიზაციიდან შეგროვებულ შემოსავალს და სხვა შემოსავლებს, გარდა მთავრობისგან გრანტისა.“

 

  1. გარდა ზემოთ მითითებული ცვლილებებისა, სასესხო ხელშეკრულება რჩება უცვლელი.
  1. ADB-ის ინფორმაციაზე დაშვების პოლიტიკის (2018) („AIP“) შესაბამისად სასესხო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები გამოქვეყნდება ADB-ის ვებგვერდზე ცვლილებების ძალაში შესვლიდან 2 კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ინფორმაციის ამოღების შემდეგ, რომელიც შედის AIP-ის გამონაკლისებში, როგორც ეს განსაზღვრულია მსესხებლის მიერ.
  2. გთხოვთ მიუთითოთ მსესხებლის თანხმობა აღნიშნული №4 ცვლილების შეთანხმების მე-2 პარაგრაფში აღნიშნულ ცვლილებებზე და ამ №4 ცვლილების შეთანხმების პირობებზე, ამ №4 ცვლილების შეთანხმების ორივე ორიგინალში ქვემოთ მითითებულ ადგილზე ხელის მოწერით. გთხოვთ აღნიშნული №4 ცვლილების შეთანხმების ერთი ორიგინალი დაიტოვოთ თქვენი ჩანაწერებისთვის და მეორე დაუბრუნოთ ADB-ს. შემოთავაზებული №4 ცვლილების შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ADB მიიღებს მსესხებლის მხრიდან ხელმოწერილ დოკუმენტს მსესხებლის შეტყობინებასთან ერთად, რომ მის ძალაში შესასვლელად საჭირო  ყველა სამართლებრივი პროცედურა დასრულებულია.

 

პატივისცემით,

ევგენი ჟუკოვი

გენერალური დირექტორი

ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტი

 

ა. მიღებულია და შეთანხმებული

ბ. დადასტურებულია, რომ სასესხო ხელშეკრულების ცვლილებები არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მითითებულია AIP-ის გამონაკლის შემთხვევებში.

 

საქართველოსთვის და მისი სახელით

სახელი: ლაშა ხუციშვილი

თანამდებობა: მინისტრი, ფინანსთა სამინისტრო

თარიღი: ---------------------