„2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“

„2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“
დოკუმენტის ნომერი 1042
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 26/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016651
1042
08/06/2021
ვებგვერდი, 11/08/2021
480610000.03.030.016651
„2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება

8 ივნისი, 2021

პატივცემული მინისტრი ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა სამინისტრო

16 გორგასლის ქუჩა, 0114

თბილისი, საქართველო

ძვირფასო პატივცემულო მინისტრო ხუციშვილო,

 

საკითხი: MFF 0055-GEO: ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა- დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების ცვლილება (№4 ცვლილების შეთანხმება)

  1. წინამდებარე წერილი შეეხება ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამასთან („USIIP“) დაკავშირებულ 2011 წლის 1 მარტს საქართველოს („მსესხებელი“) და აზიის განვითარების ბანკს („ADB“) შორის გაფორმებულ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას (მასში დღეის მდგომარეობით შეტანილი ცვლილებებით, „FFA“). თუ სხვაგვარად არ მოითხოვს დოკუმენტის შინაარსი, დიდი ასოებით მოცემულ ტერმინებს, რომლებიც განმარტებული არ არის წინამდებარე დოკუმენტში, აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებაში.
  2. მსესხებლის თხოვნის საპასუხოდ, ADB-მა 2020 წლის 21 ოქტომბერს და 2020 წლის 17 ნოემბერს დაამტკიცა მულტიტრანშური დაფინანსების საშუალების ხელმისაწვდომობის ვადის გაგრძელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საკმარისი დრო, რომ დასრულდეს 3, 4, 5 და 6 პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. იმისათვის, რომ აისახოს ასეთი ცვლილებები, ADB გვთავაზობს FFA შეიცვალოს შემდეგნაირად:

 

(ა) FFA-ის ძირითადი ტექსტის მე-3 გვერდზე, პირველი წინადადება „ხელმისაწვდომობის პერიოდი“-თან მიმართებით შეიცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:

„ბოლო თარიღი, რომელშიც ნებისმიერი ტრანშის ფარგლებში ნებისმიერი ჩამორიცხვა შესაძლოა მოხდეს, იქნება 2024 წლის 29 მარტი.”

 

(ბ) დანართ 2-ში (დიზაინისა და მონიტორინგის ჩარჩო-MFF) შესრულების პირველი ინდიკატორი „ფინანსური მართვა გაუმჯობესდა, MIS და აღრიცხვის სისტემები განვითარდა“-სთვის კომპონენტისთვის 2: ინსტიტუციონალური ეფექტიანობა, შეიცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:

„(i) UWSCG -ის საოპერაციო კოეფიციენტი 1.8, რაც იყო 2010 წელს გაუმჯობესდეს 1-მდე 2023 წლისთვის, რაც აღნიშნავს გაუმჯობესებულ ფინანსურ მართვას.“

 

(გ) დანართი 6-ის (ვალდებულებები) პარაგრაფი 6 შეიცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:

 

„6.  მსესხებელმა უნდა  უზრუნველყოს, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ (UWSCG) გააძლიეროს ფინანსური მენეჯმენტი შემდეგი საშუალებებით: (ა) 3-წლიანი ბიზნესგეგმის დამტკიცებით 2013 წლის ბოლოსთვის მომსახურების გასაუმჯობესებლად, შემოსავლების გასაზრდელად და სისტემის დანაკარგების შესამცირებლად; და (ბ) ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფით საოპერაციო კოეფიციენტის 1-ის ტოლი მნიშვნელობის მიღწევით 2023 წლის ბოლოსთვის და შეინარჩუნოს ის 1-ზე ნაკლები შემდგომში. ამ პარაგრაფის მიზნებისთვის, „საოპერაციო კოეფიციენტი“ გულისხმობს კოეფიციენტს UWSCG-ის საოპერაციო ხარჯების თანაფარდობას საოპერაციო შემოსავლებთან, სხვა შემოსავლების ჩათვლით, „საოპერაციო ხარჯებით“, რაც ნიშნავს UWSCG-ს ყველა ხარჯს ექსპლუატაციასა და მოვლაზე, პერსონალის ხელფასებისა და შეღავათების ჩათვლით, ელექტროენერგიის ხარჯს, ქიმიკატების და სახარჯო მასალების, ჩვეულებრივი მოვლის, სათადარიგო ნაწილების, სახარჯო მასალების, გადასახადების და ა.შ., მაგრამ კაპიტალის ხარჯვის, სესხის მომსახურების ვალდებულებების, ამორტიზაციის და გაუფასურების გარდა „საოპერაციო შემოსავალი“ ნიშნავს UWSCG-ს მიერ წყლის რეალიზაციიდან შეგროვებულ შემოსავალს და სხვა შემოსავლებს, გარდა მთავრობისგან გრანტისა.“

 

  1. გარდა ზემოთ მითითებულისა FFA რჩება უცვლელი.
  1. ADB-ის ინფორმაციაზე დაშვების პოლიტიკის (2018) („AIP“) შესაბამისად FFA-ში შეტანილი ცვლილება გამოქვეყნდება ADB-ის ვებგვერდზე ცვლილების ძალაში შესვლიდან 2 კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ინფორმაციის ამოღების შემდეგ, რომელიც შედის AIP-ის გამონაკლისებში, როგორც ეს განსაზღვრულია მსესხებლის მიერ.
  2. გთხოვთ მიუთითოთ მსესხებლის თანხმობა აღნიშნული №4 ცვლილების შეთანხმების მე-2 პარაგრაფში აღნიშნულ ცვლილებებზე და ამ №4 ცვლილების შეთანხმების პირობებზე, ამ №4 ცვლილების შეთანხმების ორივე ორიგინალში ქვემოთ მითითებულ ადგილზე ხელის მოწერით. გთხოვთ აღნიშნული №4 ცვლილების შეთანხმების ერთი ორიგინალი დაიტოვოთ თქვენი ჩანაწერებისთვის და მეორე დაუბრუნოთ ADB-ს. შემოთავაზებული №4 ცვლილების შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ADB მიიღებს მსესხებლის მხრიდან ხელმოწერილ დოკუმენტს მსესხებლის შეტყობინებასთან ერთად, რომ მის ძალაში შესასვლელად საჭირო  ყველა სამართლებრივი პროცედურა დასრულებულია.

 

პატივისცემით,

-------------------------------

ევგენი ჟუკოვი

გენერალური დირექტორი

ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტი

 

ა. მიღებულია და შეთანხმებული

ბ. დადასტურებულია, რომ FFA-ის ცვლილება არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მითითებულია AIP-ის გამონაკლს შემთხვევებში.

 

საქართველოსთვის და მისი სახელით

სახელი: ლაშა ხუციშვილი

თანამდებობა: მინისტრი, ფინანსთა სამინისტრო

თარიღი: ---------------------