„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 119/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 09/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 240090000.18.011.016591
119/04
09/08/2021
ვებგვერდი, 10/08/2021
240090000.18.011.016591
„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №119/04

2021 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 23/09/2020, ს/კ: 240090000.18.011.016501) დამტკიცებული წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე, განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირება, რეგისტრაცია ან აღიარება ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენის გარეშე (გარდა კანონით აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის ან აღიარებისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციისა) და, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს ვადა ამ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის.“.

მუხლი 2
საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს გამოიყენოს ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული, წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი უფლებამოსილება აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის ან აღიარების მიზნით ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარდგენილი განაცხადების განხილვისას.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი