დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 120/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 09/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240080000.18.011.016592 |
120/04
09/08/2021
ვებგვერდი, 10/08/2021
240080000.18.011.016592
„საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 23/09/2020, ს/კ: 240080000.18.011.016504) დამტკიცებული წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე, განახორციელოს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენის გარეშე (გარდა კანონით საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარებისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციისა და ინფორმაციისა) და, საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვროს ვადა ამ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის.“. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს გამოიყენოს ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული, წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი უფლებამოსილება აგრეთვე საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების მიზნით ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარდგენილი განაცხადების განხილვისას. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები