2020 წლის 18 და 24 ნოემბრის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილების“ წერილ-შეთანხმება

2020 წლის 18 და 24 ნოემბრის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილების“ წერილ-შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 1024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 24/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016649
1024
24/11/2020
ვებგვერდი, 11/08/2021
480610000.03.030.016649
2020 წლის 18 და 24 ნოემბრის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილების“ წერილ-შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

წერილ-შეთანხმება

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილების თაობაზე 


ბატონი ივანე მაჭავარიანი                                                                                                  24 ნოემბერი, 2020

ფინანსთა მინისტრი

ფინანასთა სამინისტრო

თბილისი, საქართველო

საკითხი: სასესხო შეთანხმებების ცვლილება

ძვირფას მინისტრ მაჭავარიანს,

ჩვენ შევეხებით სასესხო შეთანხმებებს, საქართველოსა („მსესხებელი“) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს („ბანკი“) შორის, მითითებულს ამ წერილის დანართ 1-ში („სასესხო შეთანხმებები“). ასევე ჩვენ შევეხებით ჩვენს წერილს დათარიღებულს 2020 წლის 31 ივლისით, რომელშიც წარმოდგენილია მოთხოვნილი ცვლილებების დასაბუთებული ახსნა.

LIBOR-ის გარდამავლობის დანერგვიასა და ბანკის მიზნის შესაბამისად, შეინარჩუნოს შესაბამისობა დაფინანსებასა და სესხების გაცემის ხარჯებს შორის, ჩვენ ვადასტურებთ ბანკის თანხმობას შეიცვალოს შესაბამისი დებულებები თითოეული შეთანხმებისთვის ამ წერილის დანართ 1-ში ჩამოთვლილი სესხებისთვის ისე, რომ შეიცვალოს ზოგადი პირობები და სასესხო შეთანხმებები, ისე, როგორც წარმოდგენილია ამ წერილის დანართ 2-ში. ამასთან ერთად ბანკის და მსესხებლის მიზანია შესაბამისი ცვლილების დანერგვა ყველა სასესხო შეთანხმებისთვის, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ LIBOR ან EURIBOR, როგორც საბაზისო განაკვეთი, სესხით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთისთვის. შესაბამისად, თუ ნებისმიერი ასეთი სესხი არ არის დანართ 1-ში შესაბამისი სასესხო შეთანხმება ჩაითვლება შესწორებულად ამ ცვლილების შესაბამისად.

სამართლიანობის, გამჭირვალობის და შესაბამისობის ინტერესების დაცვისთვის ჩვენ ვთავაზობთ იმავე პირობებს ყველა მსესხებელს ბანკის ყველა სესხისთვის. ყველა პირობა არ იქნება შესაბამისი ყველა მსესხებლისთვის. თუმცა, ამ წინადადებაზე ხელმოწერა უზრუნველყოფს, რომ ყველა სასესხო შეთანხმება შეიცვლება ისე, რომ შენარჩუნებული იქნება მსესხებლის ეკონომიკური შეთანხმება ბანკთან სესხების მთლიანი ვადიანობების განმავლობაში.

გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი თანხმობა აღნიშნულზე, ამ წერილის ხელმოწერით, დათარიღებით და ასლის დაბრუნებით. ცვლილება ეფექტური გახდება ორივე მხარის შესრულებისთანავე.

პატივისცემით,

სებასტიან მოლინეუსი

სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი

 

შეთანხმდნენ:

საქართველო

წარმოდგენილი:

თანამდებობა:

თარიღი:

 

 

შესრულებულია ინგლისურ ენაზე.

ამ დღეს 24 ნოემბერი 2020

 IBRD-სთვის          

სახელი: სებასტიან მოლინეუსი

წოდება: სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი                                                           

ამ დღეს 18 ნოემბერი 2020

საქართველოსთვის

წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროთი

სახელი: ივანე მაჭავარიანი 

წოდება: მინისტრი

 

  დანართი 1

 

სესხების ჩამონათვალი პროექტის სახელის და ნომრის შესაბამისად

 

სესხის ნომერი

პროექტის სახელი

ვალუტა

ორიგინალი ძირითადი  თანხა

შეთანხმების ხელმოწერის  თარიღი

ინდექსის ტიპი

7671

მეორადი და ადგილობრივი გზების პროექტის დამატებითი დაფინანსება

USD

70,000,000

25 მარტი, 2009

LIBOR

7741

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტი

USD

147,000,000

18 სექტემბერი,

2009

LIBOR

7802

კახეთის რეგიონალური გზების გაუმჯობესების პროექტი

USD

30,000,000

12 ნოემბერი,

2009

LIBOR

7804

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პირველი პროექტის დამატებითი დაფინანსება

USD

28,000,000

12 ნოემბერი,

2009

LIBOR

7926

განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება

USD

10,000,000

12 აგვისტო,

2010

LIBOR

7962

რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსება

USD

33,500,000

8 ნოემბერი,

2010

LIBOR

8143

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი

USD

30,000,000

22 მარტი, 2012

LIBOR

8148

რეგიონული განვითარების პროექტი

USD

60,000,000

28 მარტი, 2012

LIBOR

8263

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი

USD

38,000,000

6 ივნისი, 2013

LIBOR

8279

კონკურენტუნარიანობისა და ზრდის

განვითარების პოლიტიკის მეორე სესხი

USD

32,000,000

19 ივლისი,

2013

LIBOR

8377

ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი

USD

60,000,000

3 სექტემბერი,

2014

LIBOR

8380

რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი

USD

30,000,000

18 აგვისტო,

2014

LIBOR

8394

კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე სესხი

USD

70,000,000

9 ივლისი, 2014

LIBOR

8402

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი

USD

75,000,000

9 ივლისი, 2014

LIBOR

8494

რეგიონული განვითარების მესამე პროექტი

USD

60,000,000

7 აგვისტო,

2015

LIBOR

8503

პირველი ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება

USD

60,000,000

22 მაისი, 2015

LIBOR

8504

პირველი პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიების დაფინანსება

USD

60,000,000

22 მაისი, 2015

LIBOR

 

8547

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი

USD

140,000,000

10 თებერვალი,

2016

LIBOR

8595

ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი

USD

40,000,000

28 მარტი, 2016

LIBOR

8599

შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი

USD

40,000,000

28 მარტი, 2016

LIBOR

8607

მეორე რეგიონალური განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსება

USD

9,000,000

7 მაისი, 2016

LIBOR

8742

მეორე ინკლუზიური ზრდის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება

EUR

47,200,000

3 მაისი, 2017

EURIBOR

8775

მეორე პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება

EUR

44,600,000

16 აგვისტო,

2017

EURIBOR

8788

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსება

EUR

16,900,000

4 დეკემბერი,

2017

EURIBOR

 

 

სასესხო შეთანხმებების ცვლილება

დანართი 2

ზოგადი პირობების ცვლილებები შესაბამისი სესხებისთვის

1. მუხლი III, ნაწილი 3.021, პუნქტი (გ) შეიცვალოს შემდეგნაირად:

„(გ) თუ საპროცენტო განაკვეთი სესხის ნებისმიერი მოცულობისთვის დაფუძნებულია LIBOR- ზე ან EURIBOR-ზე და ბანკი განსაზღვრავს, რომ (i) ასეთი საბაზისო განაკვეთის კვოტირება შესაბამისი ვალუტისთვის სამუდამოდ შეწყდა, ან (ii) ბანკს აღარ შეუძლია ან აღარ არის ბანკისთვის კომერციულად მისაღები, რომ გააგრძელოს ასეთი საბაზისო განაკვეთის გამოყენება მისი აქტივების და ვალდებულებების მართვის მიზნებისთვის, ბანკმა შესაბამისი ვალუტისთვის უნდა გამოიყენოს სხვა საბაზისო განაკვეთი, მათ შორის, ნებისმიერი შესაბამისი მარჟა, რომელიც შეიძლება გონივრულად განისაზღვროს. ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს სესხის მხარეებს სხვა ასეთი განაკვეთის შესახებ და სასესხო შეთანხმებების დებულებებში შესაბამისი ცვლილებების შესახებ, რომელიც ეფექტური გახდება შეტყობინების თარიღისთვის. აღნიშნული უფლებამოსილების აღსრულებისას, ბანკი იმოქმედებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს და უზრუნველყოს მანამდე არსებული დამოკიდებულება სესხის ხარჯებსა და მის საპროცენტო განაკვეთებს შორის, და არ იქნება მიმართული კომერციული უპირატესობის მიღებაზე.“.

2.2 მუხლი III, ნაწილები 3.02 ან 3.03, შესაბამისად, შეიცვალოს, ახალი პუნქტის დამატებით შესაბამისი თანმიმდევრობით, შემდეგნაირად:

„(--) თუ ბანკი განსაზღვრავს, რომ (i) LIBOR-ის კვოტირება შესაბამისი ვალუტისთვის სამუდამოდ შეწყდა, ან (ii) ბანკს აღარ შეუძლია ან აღარ არის ბანკისთვის კომერციულად მისაღები, რომ გააგრძელოს LIBOR-ის გამოყენება მისი აქტივების და ვალდებულებების მართვის მიზნებისთვის, ბანკმა შესაბამისი ვალუტისთვის უნდა გამოიყენოს სხვა საბაზისო განაკვეთი, მათ შორის ნებისმიერ შესაბამისი მარჟა, რომელიც შეიძლება გონივრულად განისაზღვროს. ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მსესხებელს ან გარანტორს სხვა ასეთი განაკვეთის შესახებ და სასესხო შეთანხმებების დებულებებში შესაბამისი ცვლილებების შესახებ, რომელიც ეფექტური გახდება შეტყობინების თარიღისთვის.

---------------------------------------------------------------

1 ეხება სესხებს, რომლებიც რეგულირდება 2010 წლის შემდგომი ზოგადი პირობებით (სესხების ზოგადი პირობები, დათარიღებული 2010 წლის 23 ივლისით; სესხების ზოგადი პირობები დათარიღებული 2012 წლის 12 მარტით; IBRD-ის დაფინანსების ზოგადი პირობები: საინვესტიციო პროექტების დაფინანსება (2017); IBRD-ის დაფინანსების ზოგადი პირობები: განვითარების პოლიტიკის დაფინანსება (2017); IBRD-ის დაფინანსების ზოგადი პირობები: პროგრამები შედეგებისთვის (2017)).

2 ეხება სესხებს, რომლებიც რეგულირდება ზოგადი პირობებით, რომელიც მოიცავს „LIBOR”-ის განსაზღვრებას (ზოგადი პირობები სესხებისა და საგარანტიო შეთანხმებებისთვის ფიქსირებული მარჟისთვის, დათარიღებული 1999 წლის 1 სექტემბრით (ასევე, 2004 წლის 1 მაისს შესწორებული ვერსია); სესხების ზოგადი პირობები, დათარიღებული 2005 წლის 1 ივლისით (ასევე, 2007 წლის 17 ოქტომბერს და 2008 წლის 12 თებერვალს შესწორებული ვერსიები)).

აღნიშნული უფლებამოსილების აღსრულებისას, ბანკი იმოქმედებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს და უზრუნველყოს მანამდე არსებული დამოკიდებულება სესხის ხარჯებსა და მის საპროცენტო განაკვეთებს შორის, და არ იქნება მიმართული კომერციული უპირატესობის მიღებაზე.“

 

3.3 ქვეპუნქტი (გ) დანართში განსაზღვრული ტერმინით „საბაზისო განაკვეთი“, შესაბამისად, შეიცვალოს შემდეგნაირად:

„(გ) თუ ბანკი განსაზღვრავს, რომ (i) LIBOR-ის (USD, JPY და GBP-სთან მიმართებით) ან EURIBOR-ის (EUR-სთან მიმართებით) კვოტირება ამ ვალუტისთვის სამუდამოდ შეწყდა, ან (ii) ბანკს აღარ შეუძლია ან აღარ არის ბანკისთვის კომერციულად მისაღები, რომ გააგრძელოს საბაზისო განაკვეთის გამოყენება მისი აქტივების და ვალდებულებების მართვის მიზნებისთვის, ბანკმა შესაბამისი ვალუტისთვის უნდა გამოიყენოს სხვა საბაზისო განაკვეთი, მათ შორის ნებისმიერ შესაბამისი მარჟა, რომელსაც ბანკი გონივრულად განსაზღვრავს და შეატყობინოს მსესხებელს 3.02 (გ) ნაწილის თანახმად, რომელიც უზრუნველყოფს, რომ აღნიშნული უფლებამოსილების აღსრულებისას, ბანკი იმოქმედებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს და უზრუნველყოს მანამდე არსებული დამოკიდებულება სესხის ხარჯებსა და მის საპროცენტო განაკვეთებს შორის, და არ იქნება მიმართული კომერციული უპირატესობის მიღებაზე; და “

სასესხო შეთანხმებების ცვლილება4

1. გარკვეული სასესხო შეთანხმებების შესაბამისი დებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ სესხის საპროცენტო განაკვეთს, რომელიც დაფუძნებულია LIBOR-ზე, შეიცვალოს ახალი ქვეპუნქტის დამატებით შესაბამისი თანმიმდევრობით, შემდეგნაირად:

„(--) თუ ბანკი განსაზღვრავს, რომ (i) LIBOR-ის კვოტირება შესაბამისი ვალუტისთვის სამუდამოდ შეწყდა, ან (ii) ბანკს აღარ შეუძლია ან აღარ არის ბანკისთვის კომერციულად მისაღები, რომ გააგრძელოს LIBOR-ის გამოყენება მისი აქტივების და ვალდებულებების მართვის მიზნებისთვის, ბანკმა შესაბამისი ვალუტისთვის უნდა გამოიყენოს სხვა საბაზისო

განაკვეთი, მათ შორის ნებისმიერ შესაბამისი მარჟა, რომელიც შეიძლება გონივრულად განისაზღვროს. ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მსესხებელს ან გარანტორს სხვა ასეთი განაკვეთის შესახებ და სასესხო შეთანხმებების დებულებებში შესაბამისი ცვლილებების შესახებ, რომელიც ეფექტური გახდება შეტყობინების თარიღისთვის. აღნიშნული უფლებამოსილების აღსრულებისას, ბანკი იმოქმედებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს და უზრუნველყოს მანამდე არსებული დამოკიდებულება სესხის ხარჯებსა და მის საპროცენტო განაკვეთებს შორის, და არ იქნება მიმართული კომერციული უპირატესობის მიღებაზე“.

----------------------------------------------------

3 ეხება სესხებს, რომლებიც რეგულირდება ზოგადი პირობებით, რომელიც მოიცავს „საბაზისო განაკვეთის”-ის განსაზღვრებას (სესხების ზოგადი პირობები დათარიღებული 2010 წლის 23 ივლისით; სესხების ზოგადი პირობები დათარიღებული 2012 წლის 12 მარტით; IBRD-ის დაფინანსების ზოგადი პირობები: საინვესტიციო პროექტების დაფინანსება (2017); IBRD-ის დაფინანსების ზოგადი პირობები: განვითარების პოლიტიკის დაფინანსება (2017); IBRD-ის დაფინანსების ზოგადი პირობები: პროგრამები შედეგებისთვის (2017)).

4 ეხება ისტორიული, ერთიანი ვალუტის მქონე სესხებს, რომლებიც რეგულირდება ზოგადი პირობებით შესაბამისი სასესხო და საგარანტიო შეთანხმებებისთვის ერთიანი ვალუტისთვის, დათარიღებული 1995 წლის 30 მაისით (ასევე, 1999 წლის 6 ოქტომბრის, 1997 წლის 2 დეკემბრის და 2004 წლის 1 მაისის შესწორებული ვერსიები), რომელიც შეეხება სასესხო შეთანხმებების საპროცენტო განაკვეთის დებულებებს.