„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 396
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010130000.10.003.022951
396
04/08/2021
ვებგვერდი, 06/08/2021
010130000.10.003.022951
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №396

2021 წლის 4 აგვისტო

  ქ. თბილისი

 

„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული   აქტების   შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/07/2014, 010130000.10.003.018046) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის „კ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანო – ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიაზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი პირის დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანო/უწყება, ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის განმახორციელებელი  არასამთავრობო  და  საერთაშორისო ორგანიზაციები ან  მათი წარმომადგენლობები ადგილსამყოფელ ქვეყანაში;“.

2. მე-8 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დასაბრუნებელი მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტები (მათი ასლები) ერთვის საქმის მასალებს.“.

3. მე-10  მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​1. დასაბრუნებელი მოწმობა ელექტრონული ფორმით გაიცემა მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობა შეიძლება, წარდგენილ იქნეს  დიპლომატიური არხების გამოყენებით, ფოსტით ან/და რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემით.“.

5. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მიზნებისათვის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი