„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 395
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.022950
395
04/08/2021
ვებგვერდი, 06/08/2021
480140000.10.003.022950
„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №395

2021 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2021 წლის 7 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს თურქეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი