დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260010.22.026.016913 |
57
03/08/2021
ვებგვერდი, 04/08/2021
120260010.22.026.016913
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 120260010.22.026.016810) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის შემთხვევაში, როდესაც ტრანზიტი ხორციელდება ევროკავშირის ან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ორგანოების ინიციატივით ან მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განცხადებას დაერთვება მხოლოდ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სამხედრო პროდუქციის ტრანზიტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილება.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები