დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018065 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა დ ა მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში (სსმ, №117, 15/09/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შეიმუშავებს და ავითარებს უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებლებს. ამ მიზნით, შეუძლია შექმნას დარგობრივი საბჭოები/სამუშაო ჯგუფები;“. 2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) სტუდენტის შეფასების სისტემასთან დაკავშირებით განმარტებების მომზადება.“. 3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი: „ს) პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემასთან დაკავშირებით განმარტებების მომზადება.“. 4. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) მოსწავლის შეფასების სისტემასთან დაკავშირებით განმარტებების მომზადება.“. 5. მე-11 მუხლის: ა) „დ“ – „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების და განვითარების პროცესების მართვა; ე) უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების შექმნის/განვითარების მიზნით და სწავლის სფეროების ფორმირებასთან დაკავშირებული დასკვნების მომზადება; ვ) კვალიფიკაციების ელექტრონული პლატფორმის შემუშავებისა და განვითარების ხელშეწყობა; ზ) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების საქმიანობის ხელშეწყობა და მართვა;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების საკითხებთან დაკავშირებით სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაწყებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებები დასრულდეს ამავე ცენტრის მიერ და ასეთ ადმინისტრაციულ წარმოებებზე გავრცელდეს ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული რეგულაციები.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები