წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის უსახელო ქუჩისათვის ტრიფონ სულაკაძის სახელის მინიჭების შესახებ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის უსახელო ქუჩისათვის ტრიფონ სულაკაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.122.016003
48
30/07/2021
ვებგვერდი, 05/08/2021
000000000.00.122.016003
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის უსახელო ქუჩისათვის ტრიფონ სულაკაძის სახელის მინიჭების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №48

2021  წლის 30 ივლისი

ქ. წყალტუბო 

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის უსახელო ქუჩისათვის ტრიფონ სულაკაძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე–7 მუხლის  მე-13 და მე–15 პუნქტების შესაბამისად:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის უსახელო ქუჩას ეწოდოს ტრიფონ სულაკაძის სახელი (დანართი საკადასტრო რუკის სახით თან ერთვის).

2. დაევალოს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება.

3. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს და  საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას.

4. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             პაატა ახალაძე

 

დანართი №1

 

 

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                     პაატა ახალაძე