ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა) 27-ე ქუჩისათვის წმინდა გიორგის სახელის მინიჭების შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა) 27-ე ქუჩისათვის წმინდა გიორგის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42 49
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.124.016006
42 49
30/07/2021
ვებგვერდი, 05/08/2021
000000000.00.124.016006
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა) 27-ე ქუჩისათვის წმინდა გიორგის სახელის მინიჭების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 42 49

2021 წლის 30 ივლისი

ქ. ბაღდათი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა) 27-ე ქუჩისათვის წმინდა გიორგის  სახელის მინიჭების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63- მუხლის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239  დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროსი მოქმედი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 19 ივლისის   სხდომის ოქმის (№27) საფუძველზე,

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის  ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა), სოფელ მეორე ობჩაში (საკადასტრო კოდი 30.09.00.477) მდებარე 27-ე  ქუჩას მიენიჭოს „წმინდა გიორგის“ სახელი (ქუჩის რუკა თან ერთვის).

2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა, დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა).

3. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში-საკრებულოს აპარატს), განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. საკრებულოს აპარატმა, საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი კუპრაძის ქ. №11) ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე      შალვა მშვილდაძე