„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 392
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.022947
392
02/08/2021
ვებგვერდი, 02/08/2021
190040000.10.003.022947
„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №392

2021 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, 190040000.10.003.021178) შეტანილ იქნეს  ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში – „საკრედიტო საგარანტიო სქემაში“:

1. მე-2 მუხლში:

ა) „ბ“, „გ“, „ვ“, „თ1“, „რ“ და „ქ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მეწარმე სუბიექტი − „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, გარდა:

- შვილობილი/მშობელი კომპანიისა, თუ ისინი საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის - სეკ 006-2016 (NACE-Rev-2) ერთსა და იმავე განყოფილებაში და მათ მიერ აღებული/რეფინანსირებული/რესტრუქტურიზებული სესხის მოცულობა როგორც ცალ-ცალკე, ასევე ჯამურად აღემატება ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სესხის მაქსიმალურ მოცულობას;

გ) ბენეფიციარი − მეწარმე სუბიექტი, რომელიც იღებს ახალ სესხს კომერციული ბანკისგან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისაგან ან/და ახდენს კომერციულ ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული სესხის რესტრუქტურიზაციას/რეფინანსირებას პროგრამის ფარგლებში. ამასთან, მეწარმე სუბიექტი ბენეფიციარად მიიჩნევა კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში შესაბამისი მიმართვის ფორმის წარდგენის მომენტიდან, თუ სააგენტო განახორციელებს მიმართვის ფორმის დადასტურებას ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით;“;

„ვ) ფაქტობრივი პორტფელი – პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული/რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხების ძირი თანხის ნაშთის ჯამური ოდენობა, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების რესტრუქტურიზების/რეფინანსირების შემთხვევაში, თითოეული სესხის ძირი თანხის ნაშთის ოდენობა დაითვლება სესხის რესტრუქტურიზების/რეფინანსირების დღეს არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად;“;

„თ1) რესტრუქტურიზება − მეწარმე სუბიექტის მიერ საკუთარი, პროგრამის ფარგლებს გარეთ კომერციულ ბანკში აღებული, მიმდინარე კრედიტის დაფარვის პირობების ცვლილება ამავე სესხის მოცულობის გაზრდით პროგრამის ფარგლებში იმავე ან სხვა კომერციულ ბანკში. ამასთან, პროგრამის ფარგლებს გარეთ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის პროგრამაში რესტრუქტურიზების შემთხვევაში სავალდებულო ნამეტი თანხის მოცულობა უნდა შეადგენდეს დასარესტრუქტურიზებელი სესხის ნარჩენი ძირის არანაკლებ 10%-ს, არანაკლებ 50 000 ლარს. რესტრუქტურიზებად განიხილება ასევე პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის დაფარვის პირობების ცვლილება, ნებისმიერი მოცულობის თანხის დამატებით ან მის გარეშეც. ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში, რესტრუქტურიზებად მიიჩნევა მეწარმე სუბიექტის მიერ მხოლოდ პროგრამის ფარგლებში აღებული მიმდინარე კრედიტის დაფარვის პირობების ცვლილება იმავე ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, თანხის დამატებით ან მის გარეშე;“;

„რ) მიმართვის ფორმა – სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტი, ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი ახალი/რეფინანსირებული, ხოლო ბანკის შემთხვევაში – ასევე რესტრუქტურიზებული სესხის ძირითადი მახასიათებლების თაობაზე;“;

„ქ) სადეპოზიტო ანგარიში − სააგენტოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტების შესაბამისად გახსნილი ანგარიში, რომელსაც კომერციული ბანკი ყოველდღიურად არიცხავს პროგრამით დადგენილ საპროცენტო სარგებელს, განკუთვნილია პროგრამით განსაზღვრული კონკრეტული მიზნისათვის და აღჭურვილია პროგრამით დადგენილი სხვა ფუნქციებით;“;

ბ) დაემატოს „ღ“, „ყ“, „შ“, „ჩ“, „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ღ) სხვა სადეპოზიტო ანგარიში - ამ დადგენილების მე-4 მუხლის 81 პუნქტის განხორციელების მიზნით სააგენტოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში გახსნილი ანგარიში;

ყ) აუთვისებელი თანხები - ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დადასტურებული სესხებისათვის საკრედიტო გარანტიის უზრუნველსაყოფად ამავე პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 „ბ“ ქვეპუნქტის ან/და მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის ჩარიცხული თანხა, რომლის განთავსებაც სადეპოზიტო ანგარიშ(ებ)ზე სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3, 31, მე-4 და 41 პუნქტების შესაბამისად და არ არსებობს მისი ამ მიზნით შემდგომი გამოყენების საფუძველი. აღნიშნული თანხები, სრულად ან ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან შეთანხმებით სააგენტოს მიერ შესაძლოა მიმართულ იქნეს ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში ან დაბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

შ) საერთო სახსრები - ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხა, რომლის მოცულობის თაობაზე ინფორმაცია სააგენტოს მიერ ასახულია პროგრამულ უზრუნველყოფაში, რომელზედაც წვდომა აქვთ პროგრამაში ჩართულ კომერციულ ბანკებს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს;

ჩ) შვილობილი კომპანია – მეწარმე სუბიექტი, რომელშიც პროგრამის ბენეფიციარი ფლობს წილის 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს;

ც) მშობელი კომპანია - მეწარმე სუბიექტი, რომელიც ფლობს პროგრამის ბენეფიციარის წილის 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს;

ძ) სასესხო შეთანხმება - „საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის“ პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2021 წლის 17 მაისს გაფორმებული სესხის N9239 ხელშეკრულება.“.

2. მე-3 მუხლის მე-2, მე-4, მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.     სააგენტო, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს კომერციული ბანკების/მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული/რეფინანსირებული სესხებიდან ან/და კომერციული ბანკის შემთხვევაში ასევე რესტრუქტურიზაციის სესხებიდან გამომდინარე კომერციული ბანკ(ებ)ის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური რისკის გადანაწილებას, ამ პროგრამის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობებისა და ლიმიტების შესაბამისად.“.

„4. კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ამ პროგრამისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია, ამ პროგრამის ფარგლებში გასცეს ან/და დაარეფინანსიროს პროგრამის ფარგლებს გარეთ გაცემული სესხი, ხოლო კომერციული ბანკის შემთხვევაში, მოახდინოს პროგრამის ფარგლებს გარეთ გაცემული სესხის რესტრუქტურიზებაც. ამასთან, დასაშვებია პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზება, როგორც კომერციული ბანკის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ.

5. კომერციული ბანკი უფლებამოსილია, პროგრამის ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზაციის ან/და რეფინანსირების შესაძლებლობა მისცეს მხოლოდ იმ მსესხებლებს, რომელთა მიმდინარე სესხი/სესხები გაცემულია პროგრამის ფარგლებს გარეთ 2020 წლის 1 აპრილამდე დადგენილების დანართ №1-ით გათვალისწინებული მიზნობრიობით და რომლებიც, 2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანების შესაბამისად კლასიფიცირდება „სტანდარტული“ სესხის კატეგორიაში.

51. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია, პროგრამის ფარგლებში სესხის რეფინანსირების შესაძლებლობა მისცეს მხოლოდ იმ მსესხებლებს, რომელთა მიმდინარე სესხი/სესხები გაცემულია პროგრამის ფარგლებს გარეთ, 2020 წლის 1 აპრილამდე დადგენილების დანართ №1-ით გათვალისწინებული მიზნობრიობით და რომლებიც, 2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №142/04 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კლასიფიცირდება სტანდარტული აქტივის (0%-იანი რეზერვი) კატეგორიაში.“.

3. მე-4 მუხლში:

ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სააგენტო ვალდებულია,  პროგრამით განსაზღვრული წესის დაცვით, სახელმწიფო ხაზინაში მის ანგარიშზე, ან/და ამ მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე, პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული თანხა განათავსოს კომერციულ ბანკში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე. ამასთან, პირველ რიგში დეპოზიტზე განთავსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი თანხა. ამ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი ეკუთვნის სახელმწიფო ბიუჯეტს, პროგრამით განსაზღვრულ ვადებში გადაირიცხება ხაზინის ერთიან ანგარიშზე და მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში.“;

ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ დადასტურებული სესხებისთვის/სესხების ტრანშებისთვის ჩაურიცხავი საგარანტიო თანხის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) იმავე წლის ასიგნებების ფარგლებში - სააგენტოს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე (რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს სამინისტროში არა უგვიანეს იმავე წლის 31 დეკემბრისა) სამინისტრო პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში უზრუნველყოფს აღნიშნული სესხებისათვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვას, სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე.

ბ) მომდევნო წლის ასიგნებების ფარგლებში - იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით ჩარიცხული თანხა სრულად არ არის საკმარისი, სააგენტოს მიერ დადასტურებული სესხების შესაბამისად აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, სააგენტოს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე (რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს სამინისტროში არა უგვიანეს მომდევნო წლის 31 დეკემბრისა), სამინისტრო პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში უზრუნველყოფს აღნიშნული სესხებისათვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვას, სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე. ამასთან, სამინისტროს მიერ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა სააგენტოსათვის, არ ჩაითვლება წინა პერიოდის ვალდებულებების დაფარვად.

გ) სააგენტო ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მიღებულ ან ამ მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას განათავსებს შესაბამის კომერციულ ბანკში ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშზე ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამასთან, პირველ რიგში დეპოზიტზე განთავსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი თანხა. ამასთან, აღნიშნულ ანგარიშზე ამ წესით განთავსებული თანხის მართვა, სარგებლის დარიცხვა/გადარიცხვა, ხორციელდება ამ პროგრამითა და დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა და სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

დ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები აისახება სააგენტოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.“;

გ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სააგენტო ვალდებულია, სახელმწიფო ხაზინაში მის ანგარიშზე, ან ამ მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე, პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული თანხა პროგრამის შესაბამისად განათავსოს კომერციულ ბანკში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე. ამასთან, პირველ რიგში დეპოზიტზე განთავსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი თანხა. ამ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი ეკუთვნის სახელმწიფო ბიუჯეტს და ამ პროგრამით განსაზღვრულ ვადებში გადაირიცხება ხაზინის ერთიან ანგარიშზე და მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში.“;

დ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს მიერ დადასტურებული ახალი/რეფინანსირებული სესხებისთვის/სესხის ტრანშებისთვის ამ თარიღის მდგომარეობით ჩაურიცხავი საგარანტიო თანხის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) იმავე წლის ასიგნებების ფარგლებში - სააგენტოს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე (რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს სამინისტროში არა უგვიანეს იმავე წლის 31 დეკემბრისა) სამინისტრო პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში უზრუნველყოფს აღნიშნული სესხებისათვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვას, სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე;

ბ) მომდევნო წლის ასიგნებების ფარგლებში - იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით ჩარიცხული თანხა სრულად არ არის საკმარისი, სააგენტოს მიერ დადასტურებული სესხების შესაბამისად აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, სააგენტოს ოფიციალური მიმართვის საფუძველზე (რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს სამინისტროში არა უგვიანეს მომდევნო წლის 31 დეკემბრისა), სამინისტრო პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში უზრუნველყოფს აღნიშნული სესხებისათვის განკუთვნილი თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშზე. ამასთან, სამინისტროს მიერ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა სააგენტოსათვის არ ჩაითვლება წინა პერიოდის ვალდებულებების დაფარვად;

გ) სააგენტო ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მიღებულ ან ამ მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხას განათავსებს დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სააგენტოსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ შესაბამის კომერციულ ბანკში ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშზე ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამასთან, პირველ რიგში დეპოზიტზე განთავსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი თანხა. ამასთან, აღნიშნულ ანგარიშზე ამ წესით განთავსებული თანხის მართვა, სარგებლის დარიცხვა/გადარიცხვა, ხორციელდება ამ პროგრამითა და დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სააგენტოსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას/კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად;

დ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები აისახება სააგენტოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.“;

ე) დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„51. თუ კონკრეტულ სესხთან მიმართულებით ბანკი იყენებს სასესხო შეთანხმებით განსაზღვრულ სახსრებს, ამ სესხის საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფისათვის თანხის ჩამორიცხვის მოთხოვნის დაყენებას (სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე თანხის განთავსება სამინისტროს მიერ) სააგენტო ახორციელებს სესხის გაცემისას.“;

ვ) მე-7, მე-8 და 81 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროგრამის ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვრება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული, შესაბამისი საბიუჯეტო წლისათვის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებებითა (მათ შორის სასესხო შეთანხმების ფარგლებში კონკრეტული საბიუჯეტო კოდით გათვალისწინებული ასიგნება) და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული, ამ პროგრამის ფარგლებში მოზიდული სახსრებით. თითოეული საბიუჯეტო წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობას, რომელიც კომერციულ ბანკებს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის უნდა განაწილდეს, კვალიფიციური პორტფელის პროპორციულად განსაზღვრავს სააგენტო. სააგენტო განსაზღვრავს თითოეული საბიუჯეტო წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობას, რომელიც უნდა მიიმართოს ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში. ამასთან, პროგრამაში მონაწილე ფინანსური ინსტიტუტებისთვის სასესხო შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით,  სააგენტო ასახელებს კონკრეტული საბიუჯეტო წლისათვის სასესხო შეთანხმების ფარგლებში ხელმისაწვდომი დაფინანსების მოცულობასაც.

8. ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, კომერციული ბანკებიდან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა გზით სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს სხვა შემოსავლების ანგარიშზე დაბრუნებული/მოზიდული სახსრები, მათ შორის, ამ მუხლის 102  პუნქტის შესაბამისად, ასევე მიმდინარე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად თითოეული საბიუჯეტო წლისათვის გამოყოფილი ასიგნებების ის მოცულობა, რომელიც არ იქნა განაწილებული კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის კვალიფიციური პორტფელის პროპორციულად, წარმოადგენს ამ პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის დამატებითი საკრედიტო გარანტიების უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებულ საერთო სახსრებს, რომლის გამოყენების უფლება პროგრამაში ჩართულ ფინანსურ ინსტიტუტებს აქვთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი მხრიდან სრულად მოხდება კვალიფიციური პორტფელის შესაბამისად თითოეულისათვის გამოყოფილი საგარანტიო თანხის ლიმიტის ამოწურვა.

81. სააგენტო, ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს, ხაზინაში მის არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე არსებულ თანხას (მათ შორის, ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული), თუ იგი ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გადაირიცხა სადეპოზიტო ანგარიშებზე, განათავსებს მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შერჩეულ კომერციულ ბანკში გახსნილ სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე,  რომელსაც დაერიცხება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ტოლი ან მეტი სარგებელი. ამ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი ეკუთვნის სახელმწიფო ბიუჯეტს და მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში ბანკის მიერ ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი წესითა და ვადაში. აღნიშნული სადეპოზიტო ანგარიში არ არის მიმდინარე მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტების შესაბამისად გახსნილი ანგარიში.“;

ზ) დაემატოს 82 – 85 და 91 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„82. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საერთო სახსრებიდან კონკრეტული ვალდებულების უზრუნველსაყოფად საგარანტიო თანხის მოთხოვნა ამ პროგრამით დადგენილი წესის შესაბამისად ხდება პრინციპით: „დროში პირველი, უფლებაში პირველი“  (ე. წ. First come, first serve).

83. სააგენტო მოახდენს ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კომერციული ბანკისთვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი გარანტიის კორექტირებას გამოყოფილი გარანტიის ათვისების მაჩვენებლის შესწავლისას. ასეთ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, ათვისების მაჩვენებლის გათვალისწინებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის/კომერციული ბანკის მიერ აუთვისებელი გარანტია ნაწილობრივ ან სრულად მიმართოს ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საერთო სახსრებში - ნებისმიერ დროს.

84. პროგრამაში ახალი კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ჩართვისას/დამატებისას დამატებული კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის საგარანტიო თანხის უზრუნველსაყოფად გამოიყენება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული საერთო სახსრები.

85. პროგრამაში მონაწილე კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმისას ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანხმად კვალიფიციური პორტფელის გათვალისწინებით მისთვის გამოყოფილი აუთვისებელი საგარანტიო თანხა სააგენტოს მიერ მიიმართება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში პროგრამაში მონაწილეობაზე კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ უარის თქმიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.“.

„91. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სქემის მომსახურების საკომისიოს გადახდის ვალდებულება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ ეკისრება მხოლოდ იმ სესხებზე (სესხის პროგრამაში ჩართვის სრული პერიოდის მანძილზე), რომელთა მსესხებელი მეწარმე სუბიექტები  ახდენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ(ებ)ის დასაქმებას დანართი N1-ით განსაზღვრული მიზნობრივი საქმიანობის განხორციელებისას. აღნიშნულის დადასტურება ხდება მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის წარდგენილი, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად შშმ პირებთან შრომითი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტით. ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სქემის მომსახურების საკომისიოსგან გათავისუფლების სურვილის მქონე მეწარმე სუბიექტმა მასა და შშმ პირს შორის შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სააგენტოში მიმართვის ფორმის გამოგზავნამდე, უნდა წარუდგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული, მასთან დასაქმებული შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

თ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პროგრამის ფარგლებში საკრედიტო გარანტია შესაძლოა, გაიცეს მხოლოდ იმ სესხების მიმართ, რომელთა მსესხებელი მეწარმე სუბიექტები აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ პირობებს. ამასთან, თუ კონკრეტულ სესხთან მიმართებით კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სარგებლობს  სასესხო შეთანხმების პროექტით, ამ შემთხვევაში, გარდა პროგრამით განსაზღვრული პირობებისა, როგორც მეწარმე სუბიექტი, ასევე თავად ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს სასესხო შეთანხმების ყველა სავალდებულო პირობას, რომელიც გაწერილი იქნება სააგენტოსა და კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაფორმებულ ხელშეკრულებაში.“;

ი) დაემატოს 101 და 102 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„101. წინამდებარე პუნქტის თანახმად, თუ კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონკრეტულ სესხთან მიმართებით სარგებლობს სასესხო შეთანხმების პროექტით ამ კონკრეტული სესხისათვის საკრედიტო გარანტიის უზრუნველსაყოფად, იგი არ იყენებს მისთვის კვალიფიციური პორტფელის შესაბამისად გამოყოფილ ლიმიტს და არც ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებს. ამ კონკრეტული სესხისთვის საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფა განხორციელდება სასესხო შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი სახსრებიდან, რომლის მოცულობაც დასახელებულია ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტში, ამ მუხლის 82 პუნქტით დადგენილი პრინციპის დაცვით.

102. წინამდებარე პუნქტში დასახელებული სესხის ფარგლებში, ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, კომერციული ბანკებიდან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს სხვა შემოსავლების ანგარიშზე დაბრუნებული სახსრები წარმოადგენს ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საერთო სახსრებს, რომელიც მიმდინარე მუხლის მე-8 და 82 პუნქტებით დადგენილი წესის დაცვით ხელმისაწვდომია პროგრამაში მონაწილე ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტისათვის, მათ მიერ დამატებითი საკრედიტო გარანტიების უზრუნველყოფისათვის, განურჩევლად, სესხი გაცემული იქნება სასესხო შეთანხმების პროექტის ფარგლებში, თუ მის გარეთ.“.

4. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბენეფიციარი ვალდებულია, უზრუნველყოს: 

ა) ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრულ საქმიანობის სახე(ებ)ში, გარდა ამ პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი საქმიანობის სახეებისა, წარმოების/მომსახურების მიწოდების დაწყება ახალი საწარმოს გახსნის შემთხვევაში − არა უგვიანეს 24 თვის განმავლობაში, ხოლო არსებული საწარმოს შემთხვევაში − არა უგვიანეს 12 თვის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდი შედის საკრედიტო გარანტიით სარგებლობის ვადაში;

1) ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრული შემდეგი საქმიანობის სახეებში, კოდებით: 01.21.0; 01.22.0; 01.23.0; 01.24.0; 01.25.0; 01.26.0; 01.27.0; 01.28.0 და 01.29.0 წარმოების დაწყება პროგრამაში ჩართვის მომენტიდან არა უგვიანეს 60 თვის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდი შედის საკრედიტო გარანტიით სარგებლობის ვადაში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წარმოების/მომსახურების მიწოდების დაწყებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში საქმიანობის პროფილის შენარჩუნება, თუმცა არანაკლებ პროგრამის ფარგლებში გაცემული საკრედიტო გარანტიის ვადისა;

გ) მიზნობრივი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, ბენეფიციარი ვალდებულია, უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით;

დ) სესხის/სესხის პირველი ტრანშის (რომელიც უნდა იყოს არანაკლებ        50 000 ლარისა - კომერციული ბანკის შემთხვევაში, ხოლო არანაკლებ 20 000 ლარისა -  მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში) ათვისება სააგენტოს მიერ სესხის დადასტურებიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში. ამ ვადის დარღვევით სესხის/სესხის ტრანშის გაცემის შემთხვევაში სააგენტო არ განახორციელებს ამ სესხზე საკრედიტო გარანტიის გაცემას. აღნიშნულ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, პროგრამით სარგებლობის თაობაზე ხელახლა მიმართოს ბანკს/ორგანიზაციას ამ დადგენილების მე-7 მუხლით დადგენილი წესის დაცვით;

ე) სესხის სრული ათვისება სააგენტოს მიერ სესხის დადასტურებიდან არა უგვიანეს 2 წლის ვადაში (გარდა დანართი N1-ით განსაზღვრული კოდებისა: 01.21.0, 01.22.0, 01.23.0, 01.24.0, 01.25.0, 01.26.0, 01.27.0, 01.28.0, 01.29.0, 01.49.9 - ამ შემთხვევაში სესხის სრული ათვისების ვადად განისაზღვრება სააგენტოს მიერ სესხის დადასტურებიდან არა უგვიანეს 3 წლისა). ამ ვადის გასვლის შემდეგ სესხის დარჩენილი ნაწილის ათვისების შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებს მხოლოდ სესხის იმ ნაწილის გარანტირებას, რომელიც გაცემულია დადასტურებიდან არა უგვიანეს 2 წლის ვადაში (01.21.0, 01.22.0, 01.23.0, 01.24.0, 01.25.0, 01.26.0, 01.27.0, 01.28.0, 01.29.0, 01.49.9 კოდების ფარგლებში გაცემული სესხების შემთხვევაში შესაბამისად 3 წლის ვადაში).

3. ბენეფიციარის მიერ აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში, ბენეფიციარს ეკისრება სანქცია, რომელიც გათვალისწინებული იქნება კომერციულ ბანკსა/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბენეფიციარს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში. ამასთან, ბენეფიციარის მიერ აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევად არ მიიჩნევა საქმიანობის პროფილის ისეთი ცვლილება, რომელიც თავსდება დადგენილების დანართ №1 - ით განსაზღვრულ ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალში.“

5. მე-6 მუხლს დაემატოს მე-9 და მე-10 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„9. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის  მიერ ბენეფიციარისთვის სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და საკრედიტო გარანტიის მოცულობის ჯამის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირი თანხის  მთლიანი მოცულობის 150 (ას ორმოცდაათი) პროცენტს. ამასთან, სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და საკრედიტო გარანტიის მოცულობის ჯამის მაქსიმალურ ოდენობაში არ გაითვალისწინება როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირის თავდებობა.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და საკრედიტო გარანტიის მოცულობის ჯამის მაქსიმალური ოდენობის (სესხის ძირი თანხის  მთლიანი მოცულობის 150 პროცენტი) შეზღუდვა არ ვრცელდება იმ სესხებზე, რომელთა სრულად გაცემაც ვერ მოხდა ამ დადგენილებით მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ 2 წლიან (ხოლო ამ პროგრამის დანართ N1-ის 01.21.0, 01.22.0, 01.23.0, 01.24.0, 01.25.0, 01.26.0, 01.27.0, 01.28.0, 01.29.0, 01.49.9 კოდების ფარგლებში 3 წლიან) ვადაში. ამასთან, მიმდინარე პუნქტში დასახელებული 150%-იანი ზღვრის დაცვის ვალდებულება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აღარ აქვს მხოლოდ დადასტურებიდან 2 (ხოლო ამ პროგრამის დანართი N1-ის 01.21.0, 01.22.0, 01.23.0, 01.24.0, 01.25.0, 01.26.0, 01.27.0, 01.28.0, 01.29.0, 01.49.9 კოდების ფარგლებში გაცემულ სესხებზე 3) წლის გასვლის მომენტიდან.“.

6. მე-7 მუხლში:

ა) დაემატოს 82 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„82. ამ დადგენილების მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად 2-წლიანი (ხოლო ამ პროგრამის დანართ N1-ის 01.21.0, 01.22.0, 01.23.0, 01.24.0, 01.25.0, 01.26.0, 01.27.0, 01.28.0, 01.29.0, 01.49.9 კოდების ფარგლებში 3-წლიანი) ვადის დასრულების შემდგომ სესხის სრულად ან/და ნაწილობრივ გაცემის შემთხევაში ძირის დაფარვების შესაბამისი თანხის გადმორიცხვა სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარჩენილი დასაფარი სესხის ძირის მოცულობა გაუტოლდება სააგენტოს მიერ ამ სესხის გარანტირებული ნაწილის მოცულობას.“;

ბ) პუნქტი „91. სააგენტო ამოწმებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად კომერციული ბანკის მიერ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დავალების საფუძველზე, სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხული თანხის სისწორეს და, აღმოჩენილი უზუსტობის შემთხვევაში, სააგენტო და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (კომერციული ბანკის მეშვეობით) უზრუნველყოფენ აღნიშნული უზუსტობის აღმოფხვრას, სააგენტოსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და დეპოზიტის მომსახურების ხელშეკრულების თანახმად.“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. სააგენტო ამოწმებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად კომერციული ბანკის მიერ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დავალების საფუძველზე, სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხული თანხის სისწორეს და, აღმოჩენილი უზუსტობის შემთხვევაში, სააგენტო და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (კომერციული ბანკის მეშვეობით) უზრუნველყოფენ აღნიშნული უზუსტობის აღმოფხვრას, სააგენტოსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და დეპოზიტის მომსახურების ხელშეკრულების თანახმად.“.

7. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში შემოსული და შემდგომ დადასტურებული ახალი/რეფინანსირებული, ბანკის შემთხვევაში ასევე რესტრუქტურიზებული სესხების შემთხვევაში, ხდება სესხის გარანტირებული და არაგარანტირებული ნაწილის პროპორციულად. ამოღებული თანხიდან სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არა უმეტეს ამოღებული თანხის:

  • 90 პროცენტისა (კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი სესხის (ასევე რეფინანსირებისას და ბანკის შემთხვევაში რესტრუქტურიზებისასაც ნამეტი თანხის ნაწილში) შემთხვევაში);
  • 30 პროცენტისა (გაცემული სესხის კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში რესტრუქტურიზებისას, რესტრუქტურიზებული ძირის ნაწილში)

ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამასთან, თუ დადგა იმ რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხის დეფოლტის შემთხვევა, რომელიც გაცემულია და რესტრუქტურიზებულია/რეფინანსირებულია პროგრამის ფარგლებში, ამოღებული თანხის გადანაწილებისას, ამოღებული თანხიდან სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არა უმეტეს ამოღებული თანხის 90 პროცენტისა, ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.“.

8. მე-12 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ პროგრამით გათვალისწინებულ გარანტიაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სესხის დადასტურების მიზნით სააგენტოსთვის მიმართვის ბოლო ვადად განისაზღვრება არა უგვიანეს 2021 წლის 15 დეკემბრისა.“;

ბ) დაემატოს მე-4 და მე-5 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

9. მე-13 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი საკრედიტო გარანტიის გაცემის ლიმიტები დასახელებული რედაქციით მოქმედებს 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული ახალი/რესტუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხებისათვის.

2. 2021 წლის 15 დეკემბრიდან პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია კომერციული ბანკის მიერ ადრე გაცემული სესხის/სესხების რესტრუქტურიზაცია, შესაბამისად, დასახელებული თარიღიდან იურიდიულ ძალას კარგავს ყველა ის მუხლი/პუნქტი/ქვეპუნქტი, რომელიც არეგულირებს პროგრამის ფარგლებს გარეთ გაცემული სესხის პროგრამაში რესტრუქტურიზებას. ამასთან, აღნიშნული არ გამოიწვევს უკვე გაცემული გარანტიების მოქმედების გაუქმებას 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პროგრამის ფარგლებში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული რესტრუქტურიზებული სესხებისათვის.

3. ამ პროგრამის მე-10 მუხლის შესაბამისად დადგენილი პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობის თანაფარდობა არ ვრცელდება 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოსთვის დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებულ ახალ/რეფინანსირებულ/რესტრუქტურიზებულ სესხებზე.

5. 2022 წლის 1 იანვრიდან პროგრამის მე-7 მუხლში:

ა) მე-5, მე-7, 71, მე-8, 81, მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე ჩასარიცხი საგარანტიო თანხის ოდენობა (იმ სესხებისათვის, რომლებიც პროგრამის მოქმედების ვადის (განსაზღვრულია მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში) გაგრძელების შემთხვევაში დამტკიცდება და გაცემულია 2021 წლის 31 დეკემბრის შემდეგ), რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, განისაზღვრება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით წინა თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემული:

− ახალი სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არა უმეტეს სესხის 28 პროცენტის ოდენობით;

− მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ რეფინანსირებული სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში, მხოლოდ ნამეტ თანხაზე (ახალი სესხი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არა უმეტეს ნამეტი თანხის (ახალი სესხის) 28 პროცენტის ოდენობით;

− კომერციული ბანკის მიერ რეფინანსირებული სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – კომერციული ბანკის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არა უმეტეს რეფინანსირებული სესხის ძირის 10.5 პროცენტისა, ხოლო ნამეტი თანხის (ახალი სესხი) არა უმეტეს 28 პროცენტის ოდენობით.“.

„7. ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი, როგორც ახალი, ასევე რეფინანსირებული/რესტრუქტურიზებული სესხების (რომლებიც დადასტურების მიზნით წარდგენილია სააგენტოში 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და შემდგომ დადასტურებულია სააგენტოს მიერ) ძირი თანხის დაფარვების შესაბამისად თანხის დაბრუნებას სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე, როდესაც სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული გადეფოლტებული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. თანხის ამოწურვის შემთხვევაში, დაფარვების მიხედვით, თანხის ჩარიცხვის ვალდებულება კომერციულ ბანკს წარმოეშობა სესხების გაცემის/რეფინანსირების/რესტრუქტურიზაციის შედეგად ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ, რის საფუძველზეც ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის თანხის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.“

„71. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე დაფარვების შესაბამისად ბანკის მიერ ჩასარიცხი თანხის მოცულობა განისაზღვრება:

− 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული ახალი სესხების ძირი თანხის (ასევე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების შესაბამისად ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არა უმეტეს დაფარვების 31.5 პროცენტის ოდენობით;

− 2021 წლის 15 დეკემბრის შემდგომ დადასტურებული (პროგრამის მოქმედების ვადის (განსაზღვრულია მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში) გაგრძელების შემთხვევაში) და გაცემული ახალი სესხების ძირი თანხის (ასევე რეფინანსირებისას შესაბამისად ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არა უმეტეს დაფარვების 28 პროცენტის ოდენობით;

− 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხების ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არა უმეტეს დაფარვების 10.5 პროცენტის (რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში) ოდენობით;

− 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული რეფინანსირებული სესხების ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არა უმეტეს დაფარვების 10.5 პროცენტის (რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში) ოდენობით.“

„8. ყოველი თვის 8 რიცხვამდე, ამ პროგრამისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მისი პორტფელის შემადგენელი ახალი სესხების ძირი თანხის, ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი) (რომლებიც სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებულია) დაფარვების შესაბამისად თანხის კალკულაციას და ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში − სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება) საფუძველზე ამ სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის თაობაზე კომერციული ბანკისათვის საგადახდო დავალების მიცემას, რომელიც დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ჩამოჭრას ამავე პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან და სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, ბანკს მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე მისცეს სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის დავალება, სანამ ამ დეპოზიტზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სააგენტოს საბიუჯეტო ანგარიშზე გადარიცხვის დავალების მიცემის ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა მხოლოდ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ. ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში, ყოველი თვის 8 რიცხვამდე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.“

„81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე დაფარვების შესაბამისად ბანკის მიერ ჩასარიცხი თანხის მოცულობა (რომლის კალკულაციას ახდენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) განისაზღვრება როგორც ახალი სესხის ძირის, ასევე რეფინანსირების შედეგად მხოლოდ ნამეტი თანხის, გარანტირებული ნაწილის შესაბამისად:

− 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებულ სესხებზე არა უმეტეს დაფარვების 31.5 პროცენტის ოდენობით;

− 2021 წლის 15 დეკემბრის შემდგომ გაცემულ (პროგრამის მოქმედების ვადის (განსაზღვრულია მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში) გაგრძელების შემთხვევაში) სესხებზე არა უმეტეს დაფარვების 28 პროცენტის ოდენობით.“

„10. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული ახალი სესხის ძირი თანხის (ასევე რეფინანსირებისას/რესტრუქტურიზებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არა უმეტეს ამ სესხის ძირი თანხის ნაშთის 31.5 პროცენტის, ხოლო რესტრუქტურიზებული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არა უმეტეს ნაშთის 10.5 პროცენტის, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.“

„11. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული, ახალი სესხის ძირი თანხის, ასევე რეფინანსირების შედეგად ნამეტი თანხის (ახალი სესხი) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არა უმეტეს ნაშთის 31.5 პროცენტის კალკულაციასა და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემას, სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.“

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 111 პუნქტები:

„101. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში 2021 წლის 15 დეკემბრის შემდგომ დამტკიცებული და გაცემული (პროგრამის მოქმედების ვადის (განსაზღვრულია მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში) გაგრძელების შემთხვევაში) ახალი სესხის ძირი თანხის (ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არა უმეტეს ამ სესხის ძირი თანხის ნაშთის 28 პროცენტის, ხოლო რეფინანსირებული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არა უმეტეს ნაშთის 10.5 პროცენტის, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.“

„111. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ 2021 წლის 15 დეკემბრის შემდგომ დამტკიცებული და გაცემული (პროგრამის მოქმედების ვადის (განსაზღვრულია მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში) გაგრძელების შემთხვევაში), ახალი სესხის ძირი თანხის, ასევე რეფინანსირების შედეგად ნამეტი თანხის (ახალი სესხი) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არა უმეტეს ნაშთის 28 პროცენტის კალკულაციას და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემას, სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.“

6. 2022 წლის 1 იანვრიდან პროგრამის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება, 2021 წლის 15 დეკემბრის შემდგომ დადასტურებული და გაცემული სესხების შემთხვევაში (პროგრამის მოქმედების ვადის (განსაზღვრულია მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში) გაგრძელების შემთხვევაში), ხდება სესხის გარანტირებული და არაგარანტირებული ნაწილის პროპორციულად. ამოღებული თანხის სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არა უმეტეს ამოღებული თანხის 80 პროცენტისა (კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი სესხის (ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი) ნაწილის შემთხვევაში) ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამასთან, თუ დადგა იმ რეფინანსირებული სესხის დეფოლტის შემთხვევა, რომელიც გაცემულია და რეფინანსირებულია პროგრამის ფარგლებში, ამოღებული თანხის გადანაწილებისას, ამოღებული თანხიდან სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არა უმეტეს ამოღებული თანხის 80 პროცენტისა, ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.“.“.

 

10. დადგენილების დანართ №1-ს დაემატოს ეკონომიკური საქმიანობის შემდეგი კოდები:

Q

87.30.0

რეზიდენტული მოვლის საქმიანობები ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

Q

87.90.0

რეზიდენტული მოვლის სხვა საქმიანობები

Q

88.10.0

სოციალური მომსახურების საქმიანობები საცხოვრებლით უზრუნველყოფის გარეშე ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი