„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 390
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022945
390
02/08/2021
ვებგვერდი, 02/08/2021
470000000.10.003.022945
„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №390

2021 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №2 დანართის („იმუნიზაცია“) მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ა) უნდა წარმოადგენდეს შემდეგი დაწესებულებებიდან ერთ-ერთს:

ე.ა.ა) სამედიცინო სტაციონარულ დაწესებულებას, ამასთან, უფლებამოსილია, სერვისის მიმწოდებლად გამოიყენოს იმავე/ახლომდებარე ტერიტორიულ არეალზე მყოფი ამბულატორიული დაწესებულების სივრცე;

 ე.ა.ბ) „იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო ამბულატორიულ დაწესებულებას – საოჯახო მედიცინის ცენტრს, პოლიკლინიკას, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს;

 ე.ა.გ) „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის 41 მუხლით განსაზღვრულ „COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის ცენტრს.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი