დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 389 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.022944 |
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) 23-ე მუხლს 36-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 პუნქტი:
„361. სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ, დადგენილი წესით, ადგილი აქვს გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების ან მისი ფილიალის/შვილობილის მობილიზაციას ვაქცინაციის მიზნებისათვის, ასეთი დაწესებულება უფლებამოსილია, სერვისის უწყვეტობის მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით, მობილიზებული ერთეულის მიხედვით უკვე აღრიცხული მოსარგებლეების გეგმური ამბულატორიული მომსახურება გააგრძელოს სხვა ფილიალის/შვილობილი კომპანიის მეშვეობით, ამ მოსარგებლეების ხელახალი რეგისტრაციის გარეშე, რის შესახებაც წერილობით ეცნობება განმახორციელებელს.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები