დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 387 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 02/08/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 290040000.10.003.022942 |
|
„აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/04/2020, 290040000.10.003.021951) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „აგროდაზღვევის პროგრამის“:
1. მე-2 მუხლის: ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) სადაზღვევო პრემია − თანხა, რომელიც გადაიხდება სადაზღვევო მომსახურების გაწევისათვის;“; ბ) „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მოვლენის, რომელიც ატარებს სადაზღვევო შემთხვევის ნიშნებს, დადგომისას დამზღვევი/მოსარგებლე ვალდებულია, შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე მზღვეველს 24 საათის განმავლობაში სატელეფონო ზარით. ამავდროულად, 5 სამუშაო დღეში ტელეფონით ან ელექტრონულად მზღვეველთან დააზუსტოს შემდეგი ინფორმაცია: დამზღვევის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, სადაზღვევო პოლისის ნომერი, დამზღვევის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, დაზღვეული დაზიანებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და განხორციელებული რისკი. მზღვეველი დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში, 21 კალენდარული დღის ვადაში მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში და 30 კალენდარული დღის ვადაში ციტრუსოვანი კულტურების შემთხვევაში ადგენს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტს. ამასთან, ერთი დაზღვეული რისკის ხდომილების შედეგად კონცენტრირებულ გეოგრაფიულ ერთეულზე (მუნიციპალიტეტი) მზღვევლის მოცულობითი პორტფელის 51% და მეტი ნაკვეთების დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია, დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენის ვადა გაგრძელდეს არაუმეტეს 30 კალენდარულ დღემდე. თუ სააგენტო დამზღვევის/მოსარგებლის სააგენტოსათვის მიმართავის საფუძველზე დაადგენს, რომ ზემოაღნიშნულ ვადაში მზღვეველი არ შეადგენს დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტს, იგი გადაუხდის სააგენტოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 (ორმოცდაათი) ლარს. იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლოს თანხა აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, მზღვეველი ვალდებულია, გააფორმოს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტი დაუყოვნებლივ. პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მზღვეველს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენისგან;“; ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. მზღვეველის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევით პოლისის გაცემის შემთხვევაში, სააგენტო მოახდენს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას, მას შემდეგ, რაც დამზღვევი ან/და იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც განთავსებულია დაზღვევის ობიექტი, დარეგისტრირდება „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.“. 4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სადაზღვევო პრემიის გადახდის წესი დამზღვევმა მისი წილი პრემია სრულად და ერთჯერადად უნდა გადაიხადოს სადაზღვევო პოლისის გაცემის მომენტისათვის, ამასთან, მრავალწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, დამზღვევი უფლებამოსილია, მომდევნო კალენდარული წლის მოსავლის პერიოდზე სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის თანხა გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დასრულდება კონკრეტული კულტურის მოსავლის აღების/ტექნიკური სიმწიფის პერიოდი. სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებული ნაწილი სააგენტოს მიერ გადაიხდება პროგრამით განსაზღვრული წესით, დანართ №1-ის შესაბამისად. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს ყოველ კალენდარულ წელს.“. 5. მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მოსავლის ტექნიკური სიმწიფის დასრულება, რომელსაც განსაზღვრავს სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;“. 6. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
|
|
დოკუმენტის კომენტარები