დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის 22-ე ქუჩისათვის ,,ლეიტენატ ალია ბარდაველიძის“ სახელის მინიჭების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 ივნისის №გ-29.29211583 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-29.29212113 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.126.016005 |
|
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმოენთის 22-ე ქუჩისათვის ,,ლეიტენატ ალია ბარდაველიძის“ სახელის მინიჭების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 ივნისის №გ-29.29211583 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
|
საქართველოს კანონის ..საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა, ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმოენთის 22-ე ქუჩისათვის „ლეიტენატ ალია ბარდაველიძის“ სახელის მინიჭების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 ივნისის №გ-29.29211583 განკარგულების პირველი მუხლში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის 22-ე ქუჩის გავრცელების XY-კოორდინატების ნაწილში და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ მუხლი 1. მიენიჭოს, საზოგადო მოღვაწის, ლეიტენატ ალია ბარდაველიძის სახელი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის 22-ე ქუჩას, ქუჩის გავრცელების არეალის ფარგლებში, მოცემული XY-კოორდინატების შესაბამისად:
მუხლი 2. განკარგულება შემდგომი რეაგირებისათვის გაეგზავნოს მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადებას, კორექტირებას, გავრცელებას და სხვ.). მუხლი 3. განკარგულება დაეგზავნოს გარდაცვლილის ოჯახს, საინიციატივო ჯგუფს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4. განკარგულება გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7), დაინტერესებული მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. მუხლი 6. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ ამირან ვერულაშვილი
თერჯოლის
მუნიციპალიტეტის
საკრებულო-საკრებულოს უხუცესი
წევრი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები