„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება

დოკუმენტის ნომერი 24-54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 20/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016648
24-54
25/06/2021
ვებგვერდი, 05/08/2021
480610000.03.030.016648
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
  
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ნოტა

თბილისი, 2021 წლის 16 აპრილი

მის აღმატებულებას 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს

ბატონ დავით ზალკალიანს

თბილისი

ბატონო მინისტრო,

მაქვს პატივი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თანხმობაზე (2021 წლის 6 აპრილის ვერბალური ნოტა №42/2021) დაყრდნობით და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 1998 წლის 11 მაისის შეთანხმების (ჩარჩო შეთანხმება) საფუძველზე შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება 2021 წლის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ:

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობა ერთობლივად ახორციელებენ პროექტის „მწვანე ტრანსფორმაცია (ECO საქართველო)“ ხელშეწყობას, იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა ამ პროექტის ხელშეწყობის მიზანშეწონილობა.

2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფს პერსონალსა და საგნობრივ დახმარებას და შესაბამის შემთხვევაში ასევე ფინანსურ დახმარებას 10.000.000,00 ევროს (სიტყვიერად: ათი მილიონი ევროს) ოდენობით. პროექტის განხორციელებას იგი ავალებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ).  

3. აღნიშნული პროექტის და ასევე შესასრულებელი სამუშაოებისა და ვალდებულებების დეტალები უნდა განისაზღვროს განხორციელების ხელშეკრულებასა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებაში, რომელიც უნდა დაიდოს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) და იმ ორგანიზაციას შორის, რომელსაც საქართველოს მთავრობა დააკისრებს პროექტის განხორციელებას. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ იმ ორგანიზაციამ, რომელსაც იგი დააკისრებს პროექტის განხორციელებას, შეასრულოს პირველ პუნქტში დასახელებული პროექტისათვის საჭირო სამუშაოები. კერძოდ იგი უზრუნველყოფს განხორციელების ხელშეკრულებასა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებაში აღნიშნული პარტნიორული ვალდებულებების შესრულებას.

4. თანხმობა პირველ პუნქტში დასახელებული პროექტის ხელშეწყობაზე უქმდება ისე, რომ არ მოხდება მისი შეცვლა სხვა პროექტით, თუ თანხმობის გაცემის დღიდან ხუთი წლის განმავლობაში არ გაფორმდება მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებები. მე-2 პუნქტში დასახელებული თანხის თანხმობისთვის ეს ვადა იწურება 2026 წლის 5 აპრილს. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ ვადაში მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულება დაიდება იმ თანხის მხოლოდ ნაწილზე, რომელზეც გაცემულია თანხმობა, თანხმობის გაუქმების აღნიშნული დებულება შეეხება მხოლოდ თანხების იმ ნაწილს, რომელთა მიმართებაშიც არ დადებულა აღნიშნული ხელშეკრულებები.

5. ზემოხსენებული ჩარჩო შეთანხმების დებულებები ვრცელდება ასევე წინამდებარე შეთანხმებაზე. 

6. საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს GIZ-ის მიერ პირველ პუნქტში დასახელებული პროექტისთვის შეძენილ საქონელს და მომსახურებას დამატებული ღირებულებისა და მსგავსი არაპირდაპირი გადასახადებისგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშობა. გათავისუფლება შეიძლება განხორციელდეს ანაზღაურების ან პირდაპირი გათავისუფლების გზით.

7. ეს შეთანხმება ვრცელდება ასევე პირველ პუნქტში დასახელებული პროექტისთვის თანხის გაზრდის, ისევე როგორც სხვა დონორის თანადაფინანსების შემთხვევაში და მომავალში მის შემდგომ პროექტებზე, თუ ორივე მთავრობა გამოხატავს ხელშეწყობის გაგრძელების სურვილს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თანხმობები შემდგომი პროექტებისთვის და პროექტის თანხის გაზრდისთვის განხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან შეტყობინების გზით, წინამდებარე შეთანხმებაზე მკაფიო მითითებით. ასეთ შემთხვევებში იმოქმედებს მე-4 პუნქტისგან განსხვავებული ვადები, რომლებიც ცალკე იქნება მითითებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შეტყობინებაში.

8. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს იგი დიპლომატიური გზებით. ხელშეკრულების გაუქმება ძალაში შევა შეტყობინებიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგი თვის პირველ რიცხვში.

9. სადავო საკითხები წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეების მიერ დარეგულირდება მეგობრულ გარემოში კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების საფუძველზე.

10. წინამდებარე შეთანხმება იდება გერმანულ და ქართულ ენაზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მხარე დაასრულებს შესაბამის პროცედურებს და ეთანხმება პირველიდან მე-10 პუნქტის ჩათვლით წარმოდგენილ წინადადებებს, წინამდებარე ნოტა და საქართველოს მთავრობის თანხმობის გამომხატველი, თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა წარმოადგენს ჩვენს მთავრობებს შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა თქვენი საპასუხო ნოტის მიღების დღიდან.

ნება მიბოძეთ, ბატონო მინისტრო, გამოვხატო თქვენდამი ჩემი უღრმესი პატივისცემა.

საქართველოს საპასუხო ნოტა

მის აღმატებულებას

გერმანიის ფედერაციული 

რესპუბლიკის ელჩს

ბატონ ჰუბერტ ქნირშს

თბილისი

თქვენო აღმატებულებავ,

მაქვს პატივი, გამოვხატო ღრმა პატივისცემა და დაგიდასტუროთ 2021 წლის 16 აპრილით დათარიღებული ნოტის მიღება, რომელშიც ვკითხულობთ:

„მაქვს პატივი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თანხმობაზე (2021 წლის 6 აპრილის ვერბალური ნოტა №42/2021) დაყრდნობით და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 1998 წლის 11 მაისის შეთანხმების (ჩარჩო შეთანხმება) საფუძველზე შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება 2021 წლის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ:

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობა ერთობლივად ახორციელებენ პროექტის „მწვანე ტრანსფორმაცია (ECO საქართველო)“ ხელშეწყობას, იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა ამ პროექტის ხელშეწყობის მიზანშეწონილობა.

2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფს პერსონალსა და საგნობრივ დახმარებას და შესაბამის შემთხვევაში ასევე ფინანსურ დახმარებას 10.000.000,00 ევროს (სიტყვიერად: ათი მილიონი ევროს) ოდენობით. პროექტის განხორციელებას იგი ავალებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ).  

3. აღნიშნული პროექტის და ასევე შესასრულებელი სამუშაოებისა და ვალდებულებების დეტალები უნდა განისაზღვროს განხორციელების ხელშეკრულებასა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებაში, რომელიც უნდა დაიდოს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) და იმ ორგანიზაციას შორის, რომელსაც საქართველოს მთავრობა დააკისრებს პროექტის განხორციელებას. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ იმ ორგანიზაციამ, რომელსაც იგი დააკისრებს პროექტის განხორციელებას, შეასრულოს პირველ პუნქტში დასახელებული პროექტისათვის საჭირო სამუშაოები. კერძოდ, იგი უზრუნველყოფს განხორციელების ხელშეკრულებასა და შესაბამის შემთხვევაში დაფინანსების ხელშეკრულებაში აღნიშნული პარტნიორული ვალდებულებების შესრულებას.

4. თანხმობა პირველ პუნქტში დასახელებული პროექტის ხელშეწყობაზე უქმდება ისე, რომ არ მოხდება მისი შეცვლა სხვა პროექტით, თუ თანხმობის გაცემის დღიდან ხუთი წლის განმავლობაში არ გაფორმდება მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებები. მე-2 პუნქტში დასახელებული თანხის თანხმობისთვის ეს ვადა იწურება 2026 წლის 5 აპრილს. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ ვადაში მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულება დაიდება იმ თანხის მხოლოდ ნაწილზე, რომელზეც გაცემულია თანხმობა, თანხმობის გაუქმების აღნიშნული დებულება შეეხება მხოლოდ თანხების იმ ნაწილს, რომელთა მიმართებაშიც არ დადებულა აღნიშნული ხელშეკრულებები.

5. ზემოხსენებული ჩარჩო შეთანხმების დებულებები ვრცელდება ასევე წინამდებარე შეთანხმებაზე. 

6. საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს GIZ-ის მიერ პირველ პუნქტში დასახელებული პროექტისთვის შეძენილ საქონელს და მომსახურებას დამატებული ღირებულებისა და მსგავსი არაპირდაპირი გადასახადებისგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშობა. გათავისუფლება შეიძლება განხორციელდეს ანაზღაურების ან პირდაპირი გათავისუფლების გზით.

7. ეს შეთანხმება ვრცელდება ასევე პირველ პუნქტში დასახელებული პროექტისთვის თანხის გაზრდის, ისევე როგორც სხვა დონორის თანადაფინანსების შემთხვევაში და მომავალში მის შემდგომ პროექტებზე, თუ ორივე მთავრობა გამოხატავს ხელშეწყობის გაგრძელების სურვილს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თანხმობები შემდგომი პროექტებისთვის და პროექტის თანხის გაზრდისთვის განხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან შეტყობინების გზით, წინამდებარე შეთანხმებაზე მკაფიო მითითებით. ასეთ შემთხვევებში იმოქმედებს მე-4 პუნქტისგან განსხვავებული ვადები, რომლებიც ცალკე იქნება მითითებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შეტყობინებაში.

8. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს იგი დიპლომატიური გზებით. ხელშეკრულების გაუქმება ძალაში შევა შეტყობინებიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგი თვის პირველ რიცხვში.

9.  სადავო საკითხები წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეების მიერ დარეგულირდება მეგობრულ გარემოში კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების საფუძველზე.

10. წინამდებარე შეთანხმება იდება გერმანულ და ქართულ ენაზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მხარე დაასრულებს შესაბამის პროცედურებს და ეთანხმება პირველიდან მე-10 პუნქტის ჩათვლით წარმოდგენილ წინადადებებს, წინამდებარე ნოტა და საქართველოს მთავრობის თანხმობის გამომხატველი, თქვენი აღმატებულების საპასუხო ნოტა წარმოადგენს ჩვენს მთავრობებს შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა თქვენი საპასუხო ნოტის მიღების დღიდან.

ნება მიბოძეთ, ბატონო მინისტრო, გამოვხატო თქვენდამი ჩემი უღრმესი პატივისცემა.”

მაქვს პატივი საქართველოს მთავრობის სახელით დავადასტურო ზემოხსენებული შეთანხმება და დავეთანხმო, რომ თქვენი აღმატებულების 2021 წლის 16 აპრილის ნოტა და წინამდებარე საპასუხო ნოტა წარმოადგენს ორ მთავრობას შორის შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევა საქართველოს მხარის საპასუხო ნოტის თქვენ მიერ მიღების დღიდან.

ნება მიბოძეთ, ბატონო ელჩო, დავადასტურო თქვენდამი ჩემი უღრმესი პატივისცემა.

2021 წლის 25 ივნისი

დავით ზალკალიანი.