თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016548
20
30/07/2021
ვებგვერდი, 03/08/2021
010250050.35.163.016548
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2021 წლის 30 ივლისი

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 09/03/2020, 010250050.35.163.016500).

1. თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის  მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა:

ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები; მარჩენალდაკარგულები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის პირები; იძულებით გადაადგილებული პირები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები. ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია წლის განმავლობაში ერთჯერადად. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება:

ა) პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხის 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით;

ბ) თუ პაციენტის გადასახდელი თანხა აღემატება 4000 ლარს, დაფინანსება მოხდება 1500 ლარის ოდენობით;

გ) ქვეპროგრამის მოქმედება აგრეთვე გავრცელდეს იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც არ განეკუთვნებიან ქვეპროგრამით გათვალისწინებულ არც ერთ სამიზნე ჯგუფს, მაგრამ განიცდიან ეკონომიურ გაჭირვებას, საჭიროებენ დახმარებას და პაციენტის გადასახდელი თანხა აღემატება 1500 ლარს. ასეთი კატეგორიის ბენეფიციარებზე სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია. დაფინანსება განხორციელდეს პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 80%-ის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით;

დ) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

დ.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;

დ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ.გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვეპროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე);

დ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);

დ.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ.ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ, ან ცნობა ბაზაში რეგისტრაციის არქონის შესახებ;

დ.ზ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის, ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ.თ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე