“საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №103 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №103 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 394
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი 28/05/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 30/05/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 16/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.004.790
  • Word
394
28/05/2001
სსმ, 56, 30/05/2001
200.250.000.11.114.004.790
“საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №103 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.004.790

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

 ბრძანება №394

2001 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

„საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 15 ივნისის №103 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე”

საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ” 29-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

I. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტ-რის 2000 წლის 15 ივნისის №103 ბრძანებაში „საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის (ტესტირების) ჩატარების წესის შესახებ” შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-4 თავის 261 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვის „გათვალისწინებით” შემდეგ დაემატოს წინადადება შემდეგი რედაქციით: „გარდა 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტისა და მესამე პუნქტისა,”.

2. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-61 პუნქტი:

„61. ერთნაირი ჯამური შეფასების მიღების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ იმ პირებს, რომელთაც უფრო მაღალი შეფასება აქვთ მიღებული შესაბამისი თანმიმდევრობით – საკვალიფიკაციო გამოცდაში, სპეციალიზებულ კითხვარში, საგადასახადო ორგანოებში მუშაობის სტაჟში, სპეციალობით მუშაობის სტაჟში, განათლებაში, სამეცნიერო ხარისხში”.

3. 261 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მონაცემთა დამუშავების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატმა სპეციალურ კითხვარში უნდა დააგროვოს მინიმუმ 30 ქულა, ხოლო მთავარი ან უფროსი საგადასახადო ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად მინიმუმ – 27 ქულა.

4. 261 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ინსპექტორის (ოპერატორის)”.

5. 261 მუხლის მე-5 პუნქტი დაიწყოს სიტყვებით „ერთნაირი ჯამური შეფასების მიღების შემთხვევაში” და შემდეგ როგორც ტექსტშია.

6. 261 მუხლის მე-6 პუნქტიდან ამოღებულ იქნას სიტყვები „საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ”, ხოლო ციფრი „10”-ის ნაცვლად ჩაიწეროს ციფრი „40”.

II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მაჭავარიანი