დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 750 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020060.22.027.017241 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 190020060.22.027.016227) დამტკიცებულ წესის მე-10 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭოს სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის შესაბამისად, რომლის შედგენაზე, აგრეთვე, საბჭოს წევრებისა და საბჭოს სარეზერვო წევრებისათვის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელია თავმჯდომარე და საბჭოს აპარატი. 2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს საბჭოს ყველა წევრი. საბჭოს წევრებსა და საბჭოს სარეზერვო წევრებს სხდომის ჩატარების თარიღი უნდა ეცნობოთ და სხდომის დღის წესრიგი გაეგზავნოთ წერილობით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით, გონივრული ვადით ადრე.“. ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საბჭოს წევრი შეიძლება ესწრებოდეს სხდომას უშუალოდ ან მონაწილეობას იღებდეს მის მუშაობაში კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით (ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 30 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები