„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 29/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016456
18
30/07/2021
ვებგვერდი, 03/08/2021
010260020.35.112.016456
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2021 წლის 30 ივლისი

ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N43 დადგენილებაში (ვებგვერდი, 27/12/2017; სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016325) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების, მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების, მუნიციპალური სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების კოორდინაცია;

გ) ძეგლთა დაცვის განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

დ) წინადადებების შემუშავება მის სფეროს მიკუთვნებული დაესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ე) დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელება;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე