“კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ტარიფების რეგულირების შესახებ”

  • Word
“კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ტარიფების რეგულირების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კავშირგაბმულობის ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/05/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 29/05/2001
სარეგისტრაციო კოდი 320.060.000.15.012.004.781
  • Word
4
18/05/2001
სსმ, 55, 29/05/2001
320.060.000.15.012.004.781
“კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ტარიფების რეგულირების შესახებ”
საქართველოს კავშირგაბმულობის ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.060.000.15.012.004.781

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული

კომისიის დადგენილება 4

2001 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ტარიფების რეგულირების შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 20-ე, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 46-ე და 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ტარიფების რეგულირების მიზნით კომისიამ დაადგინა:

1. მომსახურების იმ სახეზე, რომელზეც არ არის დაწესებული ზღვრული ტარიფი ლიცენზიის მფლობელი თვითონ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან (შემდგომში კომისია) შეთანხმების გარეშე, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონისა და კომისიის ნორმატიული აქტების მოთხოვნების დაცვით საზღვრავს ტარიფის ოდენობას.

2. 2001 წლის 30 ივნისამდე ყველა ლიცენზიის მფლობელმა უნდა წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია მომსახურების სახეებზე არსებული ტარიფებისა და შესაბამისი ხარჯების შესახებ, სათანადო გაანგარიშებითა და დასაბუთებით. ყველა ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია მომსახურების ტარიფების ცვლილების შესახებ ახალი ტარიფების ძალაში შესვლის თარიღამდე თოთხმეტი სამუშაო დღით ადრე.

3. წინამდებარე დადგენილება ვრცელდება კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების, მათ შორის, ურთიერთჩართვის ტარიფებზე.

4. წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2000 წლის 1 ივლისიდან კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მომსახურების სახეებზე ტარიფების დადგენასა და რეგულირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს დადგენილების გატარება საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ვ. აბაშიძე