დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14-რს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 29/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.51.060.016018 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ |
| მუხლი 1 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 25.06.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 111 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 მუხლი: „მუხლი 112. დახმარება უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალებისას უმაღლესი საბჭოს წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 7 000 ლარის ოდენობით.“. 2. 42-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფრაქციაში გაწევრების მსურველი უმაღლესი საბჭოს წევრი წერილობითი განცხადებით მიმართავს ფრაქციას;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს ყოველგვარი მოტივაციის გარეშე ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან, რის შესახებაც იგი წერილობით მიმართავს ფრაქციას.“. |
| მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
29 ივლისი 2021 წ. ქ. თბილისი N14-რს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები