„გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის №696 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 752
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 240140000.22.027.017243
752
30/07/2021
ვებგვერდი, 30/07/2021
240140000.22.027.017243
„გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის №696 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №752

2021 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის №696 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის №696 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.22.027.017189)  დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.თ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი (მისი მინიმალური ოდენობა შეადგენს წელიწადში 500 000 ლარს), ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მზღვეველის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი გაიცემა განმცხადებლის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.;“.

2. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2021 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პირველი ნაკადის ავტორიზაციის პროცესის წარმართვა და დასრულება გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ვაკანტური ადგილების განსაზღვრის გარეშე, ამ ბრძანებით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. განცხადების წარდგენა ხდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარეკომენდაციო წერილის დაურთველად.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე