დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016491 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; ვებგვერდი, 31/12/2020; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.161.016482) და
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 9-ის – „ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი – 06 02 12) მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. პროგრამის ხანგრძლივობა: პროგრამა ძალაშია 2021 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 14-ის – „ონკოლოგიურ ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 17 ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. პროგრამით მოსარგებლეების დაფინანსება პროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიური ავადმყოფების საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, თუ: 1) ავადმყოფს ესაჭიროება ონკოლოგიური მანიპულაციებისათვის გამოკვლევები მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსდება არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა. 2) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამით, დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება: ა) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 80%-ით; ბ) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 100%-ით, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ქულას. 3) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურება ნაწილობრივ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის მიერ თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება: ა) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 80% -ით; ბ) ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 100% -ით, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ქულას“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები