საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 887-Vრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.020365
887-Vრს-Xმპ
02/08/2021
ვებგვერდი, 04/08/2021
040000000.05.001.020365
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი:

„41. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდების განსაზღვრისას დამატებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით მეწარმის საფირმო სახელწოდებისთვის დადგენილი წესები.“.

2. 29-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს პარტნიორთა შეთანხმებას და განცხადებას. აღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის დადგენილ სავალდებულო მონაცემებს.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22  ნაწილები:

„21. მარეგისტრირებელი ორგანო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციასთან ერთად, ერთიანი ელექტრონული პორტალის ფარგლებში ქმნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ელექტრონულ მისამართს, რომელზედაც ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესები.

22. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ჰქონდეს რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზედაც/რომლებზედაც შესაძლებელია ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა. ელექტრონული შეტყობინების რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნა ამ შეტყობინების შესაბამისი პირისთვის ჩაბარებად მიიჩნევა.“.

3. 32-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მარეგისტრირებელი ორგანო ამ თავით განსაზღვრულ, მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონებით რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაშლა ხდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზოგადი წესით.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაშლის წესს, რომლის დამფუძნებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“.

4. 35-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების წარმოშობასა  და  შეწყვეტაზე  ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის დადგენილი ზოგადი წესები.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით საქმიანი წერილისა და ვებგვერდისთვის დადგენილი წესები.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალზე ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 254-ე მუხლით დადგენილი წესი.

2. 2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაშლის წესის დამტკიცება, რომლის დამფუძნებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 აგვისტო 2021 წ.

N887-Vრს-Xმპ