დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 897-Vრს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 02/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240080000.05.001.020382 |
|
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240080000.05.001.019981) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ9“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ9) სადამფუძნებლო დოკუმენტი − ერთობლივი საინვესტიციო ფონდის წესები ან საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმება;“. 2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება ერთობლივ საინვესტიციო ფონდზე.“. 3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 31 პუნქტი: „31. ღია ან ინტერვალური საინვესტიციო კომპანიის განთავსებული კაპიტალი არის განთავსებული ერთეულების წმინდა ღირებულებათა ჯამი.“; ბ) მე-5 პუნქტი: „5. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საინვესტიციო კომპანიაზე. ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიაზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის, 153-ე და 154-ე მუხლების, 156-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებისა და 163-ე−171-ე და 225-ე მუხლების მოქმედება.“. 4. მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქციათა რეესტრის წარმოების წესები არ ვრცელდება სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიაზე. ამ მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების სამართლებრივი ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიაზე.“. 5. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სადამფუძნებლო დოკუმენტს (საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებას) მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;“. 6. მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ლიცენზიის მაძიებლის სადამფუძნებლო შეთანხმება მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;“. 7. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიაზე.“. 8. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აქტივების მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულების, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და კანონის შესაბამისად;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 2 აგვისტო 2021 წ. N897-Vრს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები