„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 891-Vრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 040150000.05.001.020377
891-Vრს-Xმპ
02/08/2021
ვებგვერდი, 04/08/2021
040150000.05.001.020377
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება და მათი აღსასრულებლად მიქცევა;“.

2. მე-10 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში აღნიშნული ამონაწერი უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების  შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ. ამ კანონის 201 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი უნდა შეიცავდეს ასევე სპეციალური მოსარჩელის სტატუსის შესახებ მონაცემებს.“.

3. 201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 201. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების  პრინციპები

1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილების შეტანისა და მათი შეწყვეტის, აგრეთვე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების, ასევე მათი წარმოშობის, მათში ცვლილების შეტანისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები.

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება აგრეთვე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური მოსარჩელის სტატუსის შესახებ მონაცემები.

3. სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის საფუძვლები და რეესტრის წარმოების წესი დგინდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით. რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4. სუბიექტი წარმოშობილად, მისი რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.

5. საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების შეცვლა გულისხმობს საწარმოს დაშლის, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების, გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების ან შეწყვეტის, ლიკვიდატორის, რეაბილიტაციის ზედამხედველის ან გაკოტრების მმართველის ან სადამფუძნებლო შეთანხმების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასახვას.

6. სამეწარმეო საზოგადოების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების ცვლილების შემთხვევაში ცვლილების ტექსტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების კონსოლიდირებული ტექსტი.

7. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს. ეს წესი არ ვრცელდება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის, აგრეთვე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შემთხვევებზე, გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე გირავნობის რეგისტრაციისა, მასში ცვლილების შეტანისა ან მისი შეწყვეტისა.

9. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ქართულ ენაზე, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში − აგრეთვე ინგლისურ ენაზე. ამ ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადების შემთხვევაში მისი ქართულ ენაზე მომზადებაც სავალდებულოა.

10. ელექტრონული პორტალი არის სააგენტოს ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, კომუნიკაციის ვირტუალური სივრცე, სადაც ქვეყნდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, სამეწარმეო საზოგადოების საერთო კრების მოწვევის შესახებ და მეწარმის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსაქვეყნებელი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტები.

11. რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი დოკუმენტების ელექტრონული ასლები განთავსებულია ელექტრონულ პორტალზე და საფასურის გადახდის გარეშე ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.

12. სუბიექტი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელია წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ ოფიციალურად გაგზავნილ წერილობით შეტყობინებად (კორესპონდენციად) ითვლება.

13. სუბიექტის იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის სავალდებულოა მისი ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობის ან ადგილსამყოფლით სარგებლობის შესახებ დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების სააგენტოსთვის წარდგენა.

14. მარეგისტრირებელი ორგანო მეწარმისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ელექტრონულ მისამართს ქმნის ამ სუბიექტის რეგისტრაციასთან ერთად. ეს მისამართი მოქმედია აღნიშნული სუბიექტის გაუქმებამდე. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული სამეწარმეო საზოგადოებისა და სამეწარმეო საზოგადოების ფილიალისთვის მარეგისტრირებელი ორგანო ელექტრონულ მისამართებს ქმნის მათი სარეგისტრაციო მონაცემების იმავე კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასთან ერთად.

15. მარეგისტრირებელი ორგანო 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ელექტრონულ მისამართს ქმნის დაინტერესებული პირის მოთხოვნის ან ამ სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში.

16. მეწარმე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ელექტრონულ პორტალზე ათავსებს მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან/და ამ სუბიექტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ელექტრონული პორტალის არამიზნობრივად გამოყენებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

17. მეწარმის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ ელექტრონულ პორტალზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტების განთავსებისა და ამ ინფორმაციის/დოკუმენტების სისწორისთვის პასუხისმგებელია თავად ეს სუბიექტი. სააგენტო არ ამოწმებს ელექტრონულ პორტალზე განთავსებული ინფორმაციის/დოკუმენტების (გარდა რეგისტრირებული მონაცემისა) შინაარსისა და გამოქვეყნების პროცედურის სისწორეს.“.

მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 აგვისტო 2021 წ.

N891-Vრს-Xმპ