„სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 886-Vრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 300400000.05.001.020384
886-Vრს-Xმპ
02/08/2021
ვებგვერდი, 04/08/2021
300400000.05.001.020384
„სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 5) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამომხმარებლო კოოპერატივის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და მისი წესდებით, რომელიც განსაზღვრავს ამ კოოპერატივის საქმიანობის საგანსა და მიზანს, მასში წევრად შესვლისა და კოოპერატივიდან გამოსვლის წესს, მის წევრთა უფლებებსა და მოვალეობებს, კოოპერატივის მართვისა და კონტროლის ორგანოებს და მათ უფლებამოსილებებს, კაპიტალის ოდენობას, ქონების ფორმირებისა და მოგების განაწილების წესს, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პირობებს, მონაცემებს ფილიალებისა და წარმომადგენლობების შესახებ. აღნიშნული წესდება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 აგვისტო 2021 წ.

N886-Vრს-Xმპ