„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22499
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 12/07/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016635
22499
12/07/2021
ვებგვერდი, 29/07/2021
000000000.00.00.016635
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება 22499

2021 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის  №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა.ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ და „დ3“ ქვეპუნქტები:

„დ2) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირებას;

3) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის საფუძველზე გაანგარიშებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ზედმეტად გადახდილი თანხის გადამხდელისათვის უკან დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და მის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის;“;

ა.ბ) მე-13 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ და „ბ3“ ქვეპუნქტები:

„ბ2) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირების მონიტორინგი;“;

3) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის საფუძველზე გაანგარიშებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ზედმეტად გადახდილი თანხის გადამხდელისათვის უკან დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე და საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველოს უფროსი/მოადგილე) მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;“;

ა.გ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.გ.ა) „ა.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.თ“ ქვეპუნქტი:

„ა.თ) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირება;“;

ა.გ.ბ) „დ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ​2“ ქვეპუნქტი:

„დ2) განყოფილებაში წარდგენილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის საფუძველზე გაანგარიშებული თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველოსათვის წარდგენა;“;

ა.დ) მე-15 მუხლის:

ა.დ.ა) მე-2 პუნქტის „ჟ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ​3“ ქვეპუნქტი:

„ჟ3) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული, წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის საფუძველზე გაანგარიშებული თანხის განკარგვის (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნების) მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველოსათვის წარდგენა;“;

ა.დ.ბ) მე-3 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:

„ა2) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირება;“;

ა.დ.გ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიებისა და სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირება;“;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის დებულების“(დანართი №21):

ბ.ა) მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე;“;

ბ.ბ) მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                          ლევან კაკავა.