საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 900-Vრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.018011
900-Vრს-Xმპ
02/08/2021
ვებგვერდი, 04/08/2021
010250000.04.001.018011
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) 1061 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი:

„18. იმ საწარმოს დაშლის წესს, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

მუხლი  2

1. დაევალოთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, 2021 წლის 1 ნოემბრამდე წარუდგინონ საქართველოს მთავრობას იმ საწარმოს დაშლის წესის შესახებ დადგენილების პროექტი, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები.

2. 2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს იმ საწარმოს დაშლის წესი, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 აგვისტო 2021 წ.

N900-Vრს-Xმპ