დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016349 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016092) და: |
ა)
დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მოსამსახურეთა რიცხოვნობა განისაზღვროს 9 (ცხრა) საშტატო ერთეულით.“; |
ბ)
დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქალაქი ბათუმი, დიმიტრი სვიშევსკის ქუჩა №80.“; |
გ)
დებულების მე-4 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ცენტრის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც, სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ცენტრის უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“; |
დ)
დებულების მე-4 მუხლის 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს 22 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. ცენტრის უფროსის მოადგილეების ფუნქციებისა და კომპეტენციების განსაზღვრა ხორციელდება ცენტრის უფროსის ბრძანებით.“; |
ე)
დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცენტრის უფროსის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან ცენტრის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ცენტრის უფროსის მოვალეობას ასრულებს ცენტრის უფროსის მიერ წინასწარ განსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე.“. |
2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები