„საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 898-Vრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 300390000.05.001.020388
898-Vრს-Xმპ
02/08/2021
ვებგვერდი, 04/08/2021
300390000.05.001.020388
„საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №008, 8.05.96, გვ. 9) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1. ყველა სამინისტრო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანო, სახელმწიფო საწარმო და იურიდიული პირი, რომლის განთავსებული კაპიტალის მეტი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო, თუ პროექტთან და ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულებასა და მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რაიმე საქმიანობის ზედამხედველობა ან კონტროლი ამ ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება, ვალდებულია დაიცვას აღნიშნული პროექტისა და ხელშეკრულებების დებულებებით გათვალისწინებული პირობები.

2. ყველა სამინისტრომ და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანომ, სახელმწიფო საწარმომ და იურიდიულმა პირმა, რომლის განთავსებული კაპიტალის მეტი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანომ, საქართველოში მოქმედი კანონებისა და სხვა მარეგულირებელი აქტების თანახმად და მათ შესაბამისად, ნავთობკომპანიასა და ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულებით განსაზღვრულ საოპერაციო კომპანიას უნდა მისცეს ლიცენზია, ნებართვა, საბაჟო პრივილეგიების სერტიფიკატი, ვიზა და სხვა უფლებამოსილებანი, სანებართვო და სხვა მოწმობები, რათა მათ ისარგებლონ ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულებითა და მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულებით მათთვის გადაცემული ან მინიჭებული უფლებებით, უფლებამოსილებებით, პრივილეგიებით, სარგებლითა და ვალდებულებებისგან გათავისუფლებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

თბილისი,

2 აგვისტო 2021 წ.

N898-Vრს-Xმპ