„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 380
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300380010.10.003.022935
380
27/07/2021
ვებგვერდი, 29/07/2021
300380010.10.003.022935
„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №380

2021 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

„დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის  №238 დადგენილებაში (სსმ, №153, 30/12/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) 2023 წლის 1 იანვრიდან:

თ.ა) ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 51-ისა;

თ.ბ) გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 10 მგ/კგ-ისა;

თ.გ) სიმკვრივე 150C – არაუმეტეს 845 კგ/მ3-ისა;

თ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არაუმეტეს 11%-ისა;

თ.ე) დისტილაცია – მოცულობითი წილის 95% იხდება არაუმეტეს 3600 C-ზე;

თ.ვ) აფეთქების ტემპერატურა (დახურულ ტიგელში) – 550C-ზე მაღლა;

თ.ზ) წყლის შემცველობა – არაუმეტეს 200 მგ/კგ-ისა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი