დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-1501/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 23/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
|
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის N385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაიცეს სს „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრიზე“ (ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ჩაჩავას ქუჩა №7) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის“ დანართი „მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა.“. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე. საფუძველი: სს „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის ლ. ბაზაძის განცხადება : N67558 09.07.2021წ ადგილზე შემოწმების აქტი – № ლ/ნ 1046 – 119 22.07.2021წ.
დირექტორი ზაალ კაპანაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები