დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018056 |
|
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 10/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017141) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის რეგულირების სფერო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში სტაჟირების გავლის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში (შემდგომ – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომ – საჯარო სამართლის იურიდიული პირი), გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.“; გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროში კონკურსს, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა, ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) მიერ შექმნილი სტაჟიორთა შესარჩევი კომისია/კომისიები (შემდგომში – კომისია).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები