„Privé სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის №10536 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

„Privé სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის №10536 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24478
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 26/07/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016634
24478
26/07/2021
ვებგვერდი, 28/07/2021
000000000.00.00.016634
„Privé სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის №10536 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №24478

2021 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 

Privé სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის №10536 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „Privé სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის №10536 ბრძანება.

2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული ნორმები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის მოქმედ პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების ხელშეკრულებებთან მიმართებაში, გარდა ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის მოქმედი პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების ხელშეკრულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით და მისი მოქმედების ვადა გაგრძელებას არ ექვემდებარება.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 
სამსახურის უფროსი                                                                                          ლევან კაკავა