ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.136.016365
10
29/07/2021
ვებგვერდი, 03/08/2021
010250050.35.136.016365
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2021 წლის 29 ივლისი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში

ცვლილების შეტანის შესახებ


„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 63-ე მუხლის საფუძველზე  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ,,ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ” ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 31 მაისის N7 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, გამოქვეყნების თარიღი   02/06/2021. სარეგისტრაციო კოდი 010250050.136.016362 ) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. მოქმედების სფერო

 ეს წესი განსაზღვრავს  საქართველოს    კანონის „საქართველოს     ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა   კოდექსი“   125-ე   მუხლის   მე-8  და  მე-12−მე-16  ნაწილებით,   1254 და  1351 მუხლებით  გათვალისწინებულ  შემთხვევებში, ხულოს  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და  ურბანული დაგეგმარების სამსახურისა და ზედამხედველობის სამსახურის  (შემდგომ – სტრუქტურული ერთეული) ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს”.

2.დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,1. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, კერძოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12–მე-16 ნაწილებით, 1254  და 1351 გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის და  ზედამხედველობის  სამსახურის  ან  პარკირების ორგანიზების  უფლების  მქონე  პირის  მიერ, საქართველოს  კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს  2904 მუხლის  პირველი ნაწილით  განსაზღვრულ  შესაბამის პირს  (შემდგომ – პირი)  საჯარიმო  ქვითარს  უგზავნის  ფოსტის  მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.”


მუხლი 2. „ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N21 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, გამოქვეყნების თარიღი 16.07.2017. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.136.016241) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულების მე-12 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის  4¹ პუნქტი:
,,4¹.მერის წარმომადგენლის არყოფნის ან სამსახურეობრივი უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე  მის ფუნქციებს ასრულებს იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი - სპეციალისტი“.

მუხლი 3. დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.


ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე