„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2021
ძალაში შესვლის თარიღი 02/08/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 20/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016912
56
27/07/2021
ვებგვერდი, 27/07/2021
040030000.22.026.016912
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №56

2021 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 15/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016299) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

დ) განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამმართველო.“.

2. დებულების მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო

სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორისა და დირექტორის მოადგილის  საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) ბიუროს სამართლებრივი უზრუნველყოფა;

გ) ბიუროს ადამიანური რესურსების მართვა;

დ) საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი;

ე) ბიუროს საარქივო საქმის მართვა;

ვ) საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა;

ზ) ბიუროს სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, უზრუნველყოფა, შესრულება, ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე  სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

თ) ბიუროს მიერ გამოსაცემი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა,  მათი ვიზირება;

ი) ბიუროს წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, აგრეთვე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სპეციალური მინდობილობის/რწმუნებულობის საფუძველზე;

კ) ბიუროს თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენა, ხელშემწყობი მიზეზების დადგენა, დარღვევის ფაქტების პრევენცია, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით ბიუროს დირექტორისათვის შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების წარდგენა;

ლ) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროს მარეგულირებელი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზისა და გამოცდილების ანალიზი. ამ სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების მომზადების მიზნით ბიუროს დირექტორისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

მ) კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი მომზადება და ექსპერტიზა;

ნ) ბიუროს ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება;

ო) ბიუროს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;

პ) საკონტროლო დავალებების და  ბიუროს დირექტორის სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმება და კონტროლი;

ჟ) საიდუმლო რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება და შესრულების კონტროლი;

რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული საარქივო დოკუმენტაციის შენახვის ვადის გასვლის შემდგომ მათი განადგურების უზრუნველყოფა;

ს) ბიუროს საჭიროებებისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით, კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვა, განვითარება და შენარჩუნება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების: სტაჟირება, პრაქტიკა, დანიშვნა, სამსახურებრივი გადაადგილება, გადაყვანა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირება;

უ) პროფესიული განვითარების საჭიროებების, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მოთხოვნების ანალიზი, შეფასება და  შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ფ)  ბიუროს დებულებით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განსახორციელებლად საშტატო ნუსხის,  საკვალიფიკაციო მოთხოვნების და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავება;

ქ) ბიუროს თანამშრომლების პროფესიული განვითარების დაგეგმვა და განხორციელება;

ღ) ბიუროს თანამშრომლების სამუშაოს შესრულების შეფასების, დაგეგმვისა და განვითარების მექანიზმების შემუშავება და დანერგვა;

ყ) ბიუროს ადამიანური რესურსების რაოდენობრივი შემადგენლობის და მონაცემების აღრიცხვა, მათი პირადი საქმეების დადგენილი წესით წარმოება და დაცვა, ადამიანური რესურსების  მონაცემთა ინფორმაციული ბანკის შექმნა და წარმოება;

შ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამართულ კონკურსთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ჩ) კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად შევსებისა და ჩაბარების ორგანიზება;

ც) ბიუროს თანამშრომელთა სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ძ) ადამიანური რესურსების თანამედროვე მიდგომების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ექსპერტების შესაბამის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;

წ) ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ინსტიტუციური განვითარების მიზნით, პოლიტიკების შემუშავება, საშუალო და გრძელვადიანი ხედვების ინიცირება;

ჭ) ბიუროს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ხ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

მუხლი 12. განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამმართველო

განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და ანალიზი, ახალი პროექტების, ინოვაციური იდეებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) ბიუროს საგარეო ურთიერთობების წარმართვა და საერთაშორისო კავშირების კოორდინაციის უზრუნველყოფა: ეროვნულ კიბერაქტორებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება, ნატოსა და მის ქვესტრუქტურებთან თანამშრომლობა, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა/კოორდინაცია, ევროკავშირთან და რეგიონალურ ფორმატში თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

გ) ბიუროს სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) დირექტორისა და დირექტორის მოადგილეების საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ბიუროს თანამშრომლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით, პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის სტრუქტურებთან მოლაპარაკებების წარმართვა, სასწავლო კურსების და ტრენინგების მოძიების და  განხორციელების მიმართულებით;

ვ) სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების და კიბერსავარჯიშოების ორგანიზება და დაგეგმარება;

ზ) სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

თ) ბიუროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ი) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში ბიუროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;

კ) ბიუროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მომზადება;

ლ) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;

მ) ბიუროს განვითარების უზრუნველსაყოფად დამატებითი რესურსების მოძიების მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება;

ნ) ბიუროს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ო) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021  წლის 2 აგვისტოდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე