„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის №4335-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის №4335-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 868-Vრს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 010190030.09.001.016676
868-Vრს-Xმპ
26/07/2021
ვებგვერდი, 27/07/2021
010190030.09.001.016676
„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის №4335-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

„საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის №4335-IIს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 22 თებერვლის №4335-IIს დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.02.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.09.001.016506) დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეთიკის საბჭოს ჰყავს 2 თანათავმჯდომარე (ერთი − უმრავლესობიდან, ხოლო მეორე − ოპოზიციიდან). ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეებს ირჩევს ეთიკის საბჭო. ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეთა არჩევის წესი, აგრეთვე მათი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ეთიკის საბჭოს დებულებით.“;

ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა მიიღოს ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილება.

2. 2024 წლის არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად შექმნილი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს ამ კოდექსით განსაზღვრული იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეკახაბერ კუჭავა

 

თბილისი,

26 ივლისი 2021 წ.

N868-Vრს-Xმპ