დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 372 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.022927 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. №1 დანართის („დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,682.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
2. №2 დანართის („იმუნიზაცია“) მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის: ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მომსახურების მიმწოდებლებად რეგისტრაციის მსურველი სამედიცინო დაწესებულება/სოფლის ექიმი/საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური უნდა ფლობდეს ვაქცინების შენახვისთვის/ლოჯისტიკისთვის/ ადმინისტრირებისთვის აუცილებელ პირობებს, ჰქონდეს გაკეთებული შეტყობინება აღნიშნული საქმიანობის წარმოებაზე რეგულირების სააგენტოში, დადგენილი ფორმით დარეგისტრირდეს ცენტრში სჯდ ცენტრების მეშვეობით და მოსარგებლეებს ვაქცინები და აცრის მომსახურება მიაწოდოს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული პირობებით, ამასთან:“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მომსახურების მიმწოდებლებად რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულების/საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ამცრელ ბრიგადაში უნდა შედიოდნენ ექიმი, ექთანი და იმუნიზაციის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა რეგისტრატორი. აცრების რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს აცრის ჩატარების დღის ბოლომდე;“; გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) იმ ვაქცინისათვის, რომელიც მოითხოვს -60/-900C ტემპერატურის პირობებში შენახვას, ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მომსახურების მიმწოდებლებად რეგისტრაციისთვის სამედიცინო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ე.ა) „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების მიხედვით, ფლობდეს სტაციონარული დაწესებულების ნებართვას და დანართებს რეანიმაციული ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მომსახურებაში; ამასთან, უფლებამოსილია, სერვისის მიმწოდებლად გამოიყენოს იმავე/ახლომდებარე ტერიტორიულ არეალზე მყოფი ამბულატორიული დაწესებულების სივრცე; ე.ბ) „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილების საფუძველზე, რეგულირების სააგენტოში ჰქონდეს გაკეთებული შეტყობინება იმუნიზაციის წარმოებაზე; ე.გ) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მარეგულირებელი დოკუმენტით განსაზღვრულ პირობებთან სამედიცინო დაწესებულების შესაბამისობას აფასებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს რეგულირების სააგენტო;“. 3. №3 დანართის („ეპიდზედამხედველობა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,615.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
4. №4 დანართის („უსაფრთხო სისხლი“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5.541.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
5. №7 დანართის („აივ-ინფექციის/შიდსის მართვა“): ა) მე-3 მუხლის: ა.ა) „ა.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ი) ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განხორციელებული, პირველად ჯანდაცვაში C ჰეპატიტზე, აივ-ინფექციასა/შიდსსა და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის უზრუნველყოფისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და „რეგიონებში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ხელშეწყობა და ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენა ტუბერკულოზის, Covid-19-ის, აივ-ინფექციის/შიდსის, C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგისა და კონტაქტების კვლევის პილოტირების გზით“ პროგრამების ფარგლებში, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების (მ.შ., პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სოფლის ექიმების) მიერ შესაბამის რეგიონში 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით, ასევე „C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ ტანდემტესტირებას (ტესტებითა და სახარჯი მასალებით მომარაგება განხორციელდება ცენტრის მიერ „აივ-ინფექციის/შიდსის მართვის“, „C ჰეპატიტის მართვისა“ და „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში);“; ა.ბ) „ა.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ლ) სახელმწიფო პროგრამით მოცული (მ.შ., აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთათვის და სამედიცინო დაწესებულებებში ჰოსპიტალიზებული პაციენტებისათვის) ჯგუფებისათვის აივ-ინფექციაზე/შიდსზე სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემების შესყიდვას, მათ შორის, გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, აივ-ინფექციის/შიდსის სკრინინგის სერვისით მოცული ჯგუფებისათვის აივ-ინფექციის/შიდსის, B ჰეპატიტისა და სიფილისის სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტ-სისტემების შესყიდვას, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ცენტრებში განთავსებული პირებისთვის აივ-ინფექციის/შიდსის და B ჰეპატიტის სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემების შესყიდვას;“; ა.გ) „ზ.ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ.ბ.ბ) აივ-ინფექციასა/შიდსსა და C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი პირებისაგან საკვლევი მასალის აღებასა და ტრანსპორტირებას კონფირმაციაზე პასუხისმგებელ დაწესებულებაში და/ან უშუალოდ ტესტირებას ჯინექსპერტ მეთოდით (ტესტებით უზრუნველყოფა განხორციელდება „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ცენტრის მიერ);“; ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12,890.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
გ) №7.2 დანართით („ტესტირებების ღირებულებები“) განსაზღვრულ ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის გრაფა №12:
6. №8 დანართის („დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,765.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები