დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 85-71 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/07/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.101.016889 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12თებერვლის №37-12 დადგენილებაში (ვებ გვერდიwww.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი 14/02/2019; სარეგისტრაციო კოდი №010260300.35.101.016576) და დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა“ (კოდი 07 04) ქვეპროგრამების: „ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 02 01), „უწყვეტი განათლების და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 01), „სპორტული ღონისძიებები“ (კოდი 08 06 01), „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“ (კოდი 08 08 01) განხორციელების წესის“ (დანართი №2):“
ა) მე-3 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. სხვადასხვა სპორტული ინვენტარის ან/და ეკიპირების შესაძენად ან/და სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად, დაფინანსების მოთხოვნის წელს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირებული ქალთა გუნდები/კლუბები, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი არის ქალაქი თბილისი, განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია დაფინანსდნენ არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით. 32. სხვადასხვა სპორტული ინვენტარის ან/და ეკიპირების შესაძენად ან/და სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად, დაფინანსების მოთხოვნის წელს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდები/კლუბები, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი არის ქალაქი თბილისი, განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებელია დაფინანსდნენ არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით.“; ბ) მე-3 მუხლის: ბ.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საპროექტო განაცხადის ფორმა არ ივსება იმ შემთხვევებში, როდესაც მოთხოვნილია დაფინანსება ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში და ოლიმპიურ თამაშებში პრიზიორების დაჯილდოებისათვის, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პრიზიორი ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოებისთვის, პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი გუნდების/კლუბების დაჯილდოებისთვის, სპორტული ორგანიზაციების სპორტული ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფისათვის, ქალთა გუნდების/კლუბების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდების/კლუბების სპორტული ინვენტარით ან/და ეკიპირებით უზრუნველყოფისათვის, ასევე, კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის.“; ბ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში და ოლიმპიურ თამაშებში პრიზიორების დაჯილდოების, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პრიზიორი ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოების, პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი გუნდების/კლუბების დაჯილდოების, სპორტული ორგანიზაციების სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების, ქალთა გუნდების/კლუბების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გუნდების/კლუბების სპორტული ინვენტარის ან/და ეკიპირების შესაძენად, ასევე, კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევებში, არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადა. ამ შემთხვევებში, სპორტის შესაბამისი ორგანიზაციების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და განაცხადის ფორმას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.“; გ) მე-6 მუხლის: გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს სპორტული ეროვნული ფედერაციების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ჩასატარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განახორციელოს თანადაფინანსება პროექტის ჯამური ღირებულების მაქსიმუმ 20%-ით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რეკომენდაცია.“ გ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ფრენბურთის, ხელბურთის ან ჰოკეის (დარბაზის) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის, იმ ქალთა გუნდების/კლუბების დაჯილდოება, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი, შესაძლებელია შემდეგნაირად:
5. პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის, იმ გუნდების/კლუბების დაჯილდოება, რომელთა ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) და ფუნქციონირების ადგილი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე და მიმდინარეობისას არის ქალაქი თბილისი, შესაძლებელია შემდეგნაირად:
| ||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები