„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 370
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/07/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 010140010.10.003.022925
370
23/07/2021
ვებგვერდი, 26/07/2021
010140010.10.003.022925
„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №370

2021 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

„მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილებაში (სსმ, №134, 19/10/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. 11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს;“.

2. 12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. ამ დადგენილების 11 მუხლით გათვალისწინებული ორგანიზაციები სარგებლობენ საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციის სტატუსით. ამ ორგანიზაციებზე არ ვრცელდება ამავე დადგენილებით დამტკიცებული მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დებულების 41 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ხოლო  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატზე, აგრეთვე − ამავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნები.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი